პედრო ლეონის ინტერვიუ

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ახალწვეულმა პედრო ლეონმა მომავალ მატჩზე ისაუბრა, პედროს თქმით "ლევანტესთან" მატჩი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ამ გუნდში ერთი სეზონი გაატარა და ის დრო კარგად ახსოვს...


"ლევანტეში ვთამაშობდი და ვიცი, რომ ეს გუნდი ყოველთვის ყველა მომენტში იბრძვის, როდესაც მე აქ ვიყავი თავს ბედნიერად ვგრძნობდი და ყველა ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა მქონდა."

"ჩვენ მოსაგებად ჩამოვედით და არ ვაპირებთ ქულების დათმობას, თუმცა მეტოქე არ გვყავს სუსტი მიუხედავად იმისა, რომ ცხრილში ისინი ვერ იკავებენ მოწინავე პოზიციებს, დარწმუნებული ვარ კარგი მატჩი გამოვა და წარმატებას მივაღწევთ."

"კრიშტიანო რონალდო შესანიშნავი ფეხბურთელია და იგი საქმით დაუმტკიცებს კრიტიკოსებს თუ რა შეუძლია, ცალკეული მატჩი შესაძლოა ყველამ ჩააგდოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელი ვეღარ დგას მოწოდების სიმაღლეზე, პორტუგალიელი საკუთარი საქმის პროფესიონალია და იცის როდის რა უნდა ქნას, კრიშტიანო გუნდისთვის ბევრს ნიშნავს."

"ცხრილში პირველ ადგილზე ვიმყოფებით და აუცილებელია ჩვენი პოზიციის განმტკიცება, ამისთვის ლევანტესთან მოპოვებული გამარჯვება ძალიან საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ 3 ქულის მოსაპოვებლად და გულშემატკივრების გასახარებლად."

"ჟოზე ხშირად არ მათამაშებს, მაგრამ მშვიდად ვარ, რადგან მე მასთან ინტენსიური საუბრები მაქვს, პორტუგალიელი მწვრთნელი ჩემ მიმართ სიმპატიით არის განსჭვალული და დარწმუნებული ვარ მეტ სათამაშო დროს მომცემს, იგი სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ იმ ფეხბურთელებს აყენებს, რომლებიც თამაშისთვის სრულ მზადყოფნაში არიან, დარწმუნებული ვარ ჩემი დროც სულ მალე მოვა, ამისთვის ენერგიას არ ვიშურებ და თავგანწირვით ვვარჯიშობ." dle 10.1

  • Hala
  • 25 სექტემბერი 2010
  • 1796
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)