"ლევანტეს" ისტორია

როგორც იცით დღეს მადრიდის "რეალი" თავის მორიგ "ლა ლიგის" მატჩს ატარებს "ლევანტესთან". გთავაზობთ ამ კლუბის ისტორიას...


Levante Unión Deportiva, (S.A.D) - ეს ამ კლუბის სრული სახელწოდებაა. "ლევანტე" ვალენსიური კლუბია და იმით გამოირჩევა,რომ აქ მეოცე საუკუნის 80-იან წლებში იოჰან კრუიფი თამაშობდა.მართალია ერთი სეზონით,მაგრამ ეს უკვე მრავლისმეტყველია.


ისტორია



შორეული წლები


"ლევანტეს" ისტორია ცოტა ჩახლართულია. ერთი სიტყვით ამ კლუბს ორი ისტორია აქვს.მოდი დავიწყოთ პირველით:
Levante Fútbol Club - ეს არის კლუბი,რომელიც შემდეგ გარდაიქმნა დღევანდელ "ლევანტედ".მანამდეც არსებობდა სხვა საფეხბურთო გუნდი ვალენსიაში - "კაბანიალი",რომელიც 1903 წელს დაარსდა და რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდა Levante Fútbol Club. ოფიციალურად "ლევანტე" 1909 წლიდან არსებობს. 1919 წლამდე ამ გუნდს "დღის სინათლე" არ უნახავს. ფართო საზოგადოებისათვის იგი სწორედ ამ წელს გახდა ცნობილი.
მეორე ისტორია:
1909 წლეს ასევე დაარსდა კიდევ ერთი ვალენსიური კლუბი - Gimnástico Fútbol Club. 1920 წელს ამ კლუბმა მიიღო პრეფიქსი "რეალი",მაგრამ 1939 წელს დაკარგა და საერთოდ თვითონ კლუბიც დაიკარგა.
და რა მოხდა 1939 წელს? Gimnástico Fútbol Club და Levante Fútbol Club შეერთდა და ჩამოყალიბდა Levante Unión Deportiva.სწორედ ეს სახელი აქვს გუნდს დღესაც. სანამ ეს კლუბები შეერთდებოდა,მანამდე არცერთ მათგანს არ ჰქონია არანაირი ტიტული.


"თავისუფალი ესპანეთის თასი"


ესპანეთის სამოქალაქო ომის პერიოდში გადაწყვიტეს,რომ ჩაეტარებინათ "თავისუფალი ესპანეთის თასის" გათამაშება. რადგან მთელ ესპანეთში ომი იყო,ამიტომ გადაწყვიტეს,რომ ეს ჩემპიონატი მექსიკაში ჩაეტარებინათ,რომელშიც ოთხმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა:"ლევანტემ","ვალენსიამ","ბარსელონამ" და "მონჯუიკიმ"(ესეც ვალენსიური კლუბია). წესით "ბარსელონას" ამ ტურნირში მონაწილეობა არ უნდა მიეღო,მაგრამ იმ პერიოდისთვის გუნდი მექსიკაში იმყოფებოდა წინა სასეზონო ტურში.ჩემპიონატი ნახევარფინალიდან დაიწყო."ლევანტემ" ნახევარფინალში "ვალენსიას" სძლია. მეორე ნახევარფინალში "ბარსელონა" "მონჯუიკთან" დამარცხდა, და სწორედ თანაქალაქელებს დაუპირისპირდა ფინალში "ლევანტე". ფინალი 1937 წლის18 ივლისს გაიმართა და "ლევანტეს გამარჯვებით 1-0 დასრულდა.


"ლა ლიგა"


"ლევანტეს" დებიუტი "ლა ლიგაში" 1960 წელს შედგა,თუმცა იმ წელსვე გამოვარდა. შემდეგ 1963 წელს დაბრუნდა და მეორე ადგილიც დაიკავა.1964 წელს იგი კვლავ გადავიდა "სეგუნდა" დივიზიონში. 1964 წლიდან მოყოლებული ვალენსიური კლუბი დაბალ დივიზიონებში მოგზაურობდა. მხოლო ხანდახან გამოერეოდა ხოლმე "ლა ლიგაში".2005-2006 წლებში კვლავ დაბრუნდა "ლა ლიგაში" და ორი სეზონის შემდეგ ისევ ჩამოქვეითდა. 2009-2010 წლებში "სეგუნდა" დივიზიონის გამარჯვებული გახდა და შესაბამისად წლევანდელ გათამაშებაში "ლა ლიგაში" იასპარეზებს.


"ლევანტემ" არსებობის ისტორიაში 6 სეზონი "ლა ლიგაში", 35 - "სეგუნდა" დივიზონში, 12 - "სეგუნდა B-ში", 16 - "ტერკერა" დივიზიონში, 1 - რეგიონალურ ლიგაში გაატარა.


"ლევანტეს" ტიტულები:

"კოპა დელ რეი" - 1937
"თავისუფალი ესპანეთის თასი" - 1937
"სეგუნდა" დივიზიონი - 2-ჯერ
"სეგუნდა B" - 3-ჯერ
"ტერკერა" დივიზიონი - 2-ჯერ
ვალენსიის ჩემპიონატი - 1-ჯერ
და კიდევ რამოდენიმე სხვა ტიტული.

აღსანიშნავია,რომ "ლევანტეში" ერთი სეზონი ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ გაატარა.


ინფორმაციის წყარო:wikipedia.com


სტატიის ავტორი:WISHMASTER dle 10.1

  • wishmaster
  • 25 სექტემბერი 2010
  • 1705
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)