მოურინიოს პრესკონფერენცია

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ლევანტესთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, მან გუნდში მიმდინარე მოვლენები გაანალიზა და კმაყოფილება გამოთქვა, პორტუგალიელმა ასევე კარიმ ბენზემას შრომისუნარიანობაც ისაუბრა, მისი თქმით ფრანგი ყოველდღიურად უფროდაუფრო კარგად ვარჯიშობს...


"ფეხბურთელები , რომლებიც მოედანზე გამყავს, მუდამ კარგად თამაშობენ, სხვა შემთხვევეში ისინი ვერ მოახერხებენ ჩემი ნდობის მოპოვებას, მთავარია მონდომება და სულ ვარჯიში , რათა იყოს შედეგი. გუნდურ თამაშს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ. სანტიაგო ბერნაბეუსა და ვალდებებასის საფარი არც ისე კარგ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ამ საქმით დაინტერესებულმა პირებმა ყველაფერი კარგად გააკეთეს და ახლა კარგ საფარზე ვიასპარეზებთ, ახალი მინდვრის დაგებაში დიდი ფული დაიხარჯა, თუმცა "ბლანკოსს" ყოველთვის მაღალი დონის სტადიონი უნდა ჰქონდეს."

"ძალიან მომწონს კარიმ ბენზემას მონდომებულობა, იგი გაცილებით უფრო მეტს ვარჯიშობს და მეტს ცდილობს ვიდრე ამას ცოტა ხნის წინ აკეთებდა, ეს ფრანგ ფეხბურთელს აუცილებლად დაუფასდება, მას აუცილებლად მივცემ შანსს რათა წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები, მე მისი ძალა კარგად ვიცი და დარწმუნებული ვარ მოვა დრო და კარიმი ბევრს გაიტანს."

"გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, ასევე კმაყოფილი ვარ არგენტინელი გონსალო იგუაინის თამაშით, რომელმაც შეძლო და ლა ლიგაში ამ სეზონის პირველი გოლი გაიტანა, მანამდე კი ამსტერდამის აიაქსის კარი დალაშქრა, არგენტინელს კიდევ ბევრის გატანა შეუძლია, არანაირ კრიზისზე არ არის ლაპარაკი, გონსალოს იმედი ყოველთვის მაქვს, რადგან იგი მაღალი დონის ფორვარდია."

"ზოგ ფეხბურთელს ნამდვილად სპეციპიკური მიდგომა სჭირდება, ხანდახან მათი შეცვლაც საჭირო ხდება, ზოგი ფეხბურთელი კი გუნდისთვის ყოველთვის კარგ სამუშაოს ასრულებს, ეს შემიძლია ფორვარდებზე ვთქვა. არ არის აუცილებელი, რომ ყოველთვის თავდამსხმელმა გაიტანოს, ამით მისი დონე არ განისაზღვრება, მთავარია გუნდური სულისკვეთება. ჩემ ფორვარდებს ნამდვილი გუნდური თამაში შეუძლიათ."

"როდესაც პრემიერ ლიგაში ვმუშაობდი, მაშინ ჩემპიონატში ძალიან ბევრი კარგი გუნდი იყო და ბევრიც ჩემპიონატის მოსაგებად იბრძოდა, უამრავი რთული მეტოქე მყავდა, მაგრამ ეს ჩემთვის გამოცდილება იყო, იტალიაში კი ყველა მატჩი რთული იყო, იქ გაცილებთ სხვანაირ ფეხბურთს თამაშობნდნენ. ლა ლიგა პრემიერლიგისა და იტალიის ჩემპიონატის შერეული ვარიანტია, აქ კონკურენტიც ბევრია და ყველა თამაში მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს."

"როდესაც სან სებასტიანში ბოთლი ვისროლე, რა თქმა უნდა ცარიელი იყო, მე ცუდი განზრახვა არ მქონია, უბრალოდ გუნდი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა და წყობიდან ვიყავი გამოსული, იყო ჭორები იმის შესახებ, რომ რამოსის შეცდომების გამო ვბრაზდებოდი, მაგრამ მაშინ მთელი გუნდი უშვებდა შეცდომებს და არა მხოლოდ სერხიო, ესპანელი ფეხბურთელი მაღალი დონის მცველია და მისი იმედი ყველა მატჩში მაქვს."

"თუ გვსურს ესპანეთის ჩემპიონატის მოგება, ყველა თამაშის მაქსიმალური მონდომებით ჩატარება მოგვიწევს, რადგან კონკურენტი კატალონიის ბარსელონაა, მოწინააღმდეგეები გვარდიოლას გუნდს მუდამ შიშით ხვდებიან და ჰგონიათ, რომ აუცილებლად წააგებენ, ეს კი ჩვენი დამატებითი პრობლემაა." dle 10.1

  • Hala
  • 24 სექტემბერი 2010
  • 1735
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)