ანხელ დი მარიას ინტერვიუ

მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა ფეხბურთელმა "AS"–თან ინტერვიუ ჩაწერა...


რომელი გუნდის ფანები სტვენენ უფრო მეტს?! მადრიდელები თუ ლისბოელები?

"გულშემატკივარი ბევრს არ სტვენს როცა მისი გუნდი ცუდათ თამაშობს. არის მომენტები, როცა გუნდი ცუდად თამაშობს, მაგრამ იგებს. მაყურებელს ამაზე შეჩვევა მოუწევს."

რა განსხვავებაა პრიმერა დივიზიონსა და პორტუგალიური ლიგის შორის?

"პრიმერა დივიზიონში ფიზიკურად ძლიერი უნდა იყო, რადგან აქ ფეხბურთელები ძალიან უხეშად თამაშობენ."

მართალია რომ დედათქვენს ველოსიპედით მიყავდით ვარჯიშებზე?

"დიახ, ეს მართალია. როცა პატარა ვიყავი დედას ველოსიპედით მივყავდი ვარჯიშებზე, სულ რაღაც 30 წუთის სავალი იყო."

სად ცხოვრობენ თქვენი მშობლები?

"როსარიოში, ისინი ყოველ 3 თვეში ერთხელ მსუმრობენ. ალბათ შემდეგი ვიზიტი ახალ წელს მექნება."

და თქვენი შეყვარებული?

"მე მადრიდში ჩემს სეყვარებულთან ერთად ვცხოვრობ. როცა ბენფიკაში ვიყავი, ის ჩემთან ერთად ცხოვრობდა. ძალიან გამიხარდა, რომ ესპანეთში წამომყვა."

როგორ გაიცანით ის?


"ის და ჩემი ახლობელი მეგობრები იყვნენ."

თქვენ გაიცანით ის თუ მან გაგიცნოთ თქვენ?

"არა, მე მისი გაცნობა ყოველთვის მინდოდა, საბოლოოდ ჩემს მეგობარს ვთხოვე, რომ წარედგინა ის ჩემთვის."

ვინ არის თქვენი საუკეთესო მეგობარი მადრიდის "რეალში?

"ჩემი საუკეთესო მეგობარი ფერნანდო გაგოა. ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ. ფერნანდო ძალიან მეხმარება და მისი მადლობელი ვარ."

როგორი ურთიერთობა გაქვთ გონსალო იგუაინთან?

"გონსალო მადრიდში გავიცანი. მასთან ერთად ბევრს არ ვსაუბრობ. იგუაინი ძალიან კარგი ადამიანია."

ისაუბრეთ დი სტეფანოსთან იმ დღეს, როცა თქვენმა გუნდმა ოფიციალური ფოტო გადაიღო?

"არა, ჯერ–ჯერობით დი სტეფანოს არ ვიცნობ."

როგორი ურთიერთობა გაქვთ კრისტიანოსთან?

"კრისტიანო რონალდოსთან ხშირად ვსაუბრობ. ის ძალიან კარგი ადამიანი და დიდებული ფეხბურთელია. ის ყოველთვის ხუმრობს და კარგ ხასიათზეა, მაგრამ მოედანზე თამაშის დროს რონალდო სხვა ადამიანია."

კრისტიანო რონალდო თუ ლიონელ მესი?

"რონალდო და მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან. არ მინდა მათში საუკეთესო დავასახელო."

ინფორმაციის წყარო As.com dle 10.1

  • Dzebnili
  • 24 სექტემბერი 2010
  • 1696
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)