ბენზემა: "ჟოზე სასტარტოში არ მაყენებს, მაგრამ ვიცი რომ მოვწონვარ"

მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა, ქარიმ ბენზემამ, ინტერვიუ ჩაწერა "ას"-თან.


- "ესპანიოლთან" გატანილი გოლი, თქვენთვის პირველია სეზონში.ალბათ, თამაშის შემდეგ ძალიან გახარებული იყავით...
- რასაკვირველია, ამ გოლმა უდიდესი სიხარული მომანიჭა.ჩემი მიზანია, მუშაობის გაგრძელება, რათა მოვიპოვო ადგილი სასტარტოში და ის შანსი გამოვიყენო, რასაც მწვრთნელი მაძლევს.მომდევნო მატჩშიც ანალოგიური უნდა გავაკეთო.ვგონებ, "რეალის" ღირსებას დიდი ხანი დავიცავ.

- ბოლო ორ დაპირისპირებაში, ჟოზე მოურინიომ სასტარტოში ადგილი ვერ განდოთ.იქნებ აგვიხსნათ ამის მიზეზი?
- მწვრთნელმა პრესის საშუალებით არა ერთხელ აღნიშნა, რომ მჭიდრო კავშირი აქვს ჩემთან (იღიმის).აქედან გამომდინარე, არანაირი პრობლემა არ არსებობს ჩემსა და მოურინიოს შორის.ვარჯიშებზე ის მაკვირდება და კარგადაც მოეხსენება ჩემი პოტენციალის შესახებ.მიუხედავად იმისა, რომ სან სებასტიანში მცირე დრო დავყავი მოედანზე, კარგი საგოლე მომენტი მქონდა."ესპანიოლის" წინააღმდეგაც არ ვიყავი სასტარტოში, თუმცა როდესაც დამრიგებელმა შანსი მომცა, კარგად გამოვიყენე.ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ კარგ სათამაშო კონდიციებში ვიმყოფები და ფსიქოლოგიურადაც მზად ვარ სერიოზული გამოწვევებისათვის.

- ვარჯიშების დროს, პორტუგალი მეთაური მეტად მომთხოვნია თქვენს მიმართ?
- გეთანხმებით, ის მოსვენების საშუალებას არ მაძლევს.მოუ ყოველთვის ბევრს ითხოვს ჩემგან და ეს ნორმალურია.ჟოზე მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია.ვიცი, რომ ძალიან მოვწონვარ.

- "ესპანიოლთან" თამაშის დროს, როდესაც სარბენ ბილიკზე ხურდებოდით, ძალიან ხშირად იხედებოდით სათადარიგო სკამზე.ალბათ, ერთი სული გქონდათ, როდის გახვიდოდით მოედანზე...
- დიახ, ეს მართალია.მოუთმენლად ველოდი თამაშში ჩართვას.მე თავს მინდორზე უფრო კარგად ვგრძნობ, ვიდრე სათადარიგოზე, მაგრამ ვიცი რომ ჩემი დროც მალე მოვა! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (231)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)