ხაბი ალონსოს ინტერვიუ

”თეთრები” ეცდებიან, რომ ”ბარსელონას” ჰეგემონიას წერტილი დაუსვან. გთავაზობთ ”მადრიდის რეალის” ფეხბურთელის ხაბი ალონსოს ინტერვიუს.


-სად ინახავთ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებულ ოქროს მედალს?

- სან სებასტიანში მდებარე ჩემს სახლში ერთ-ერთ ყუთში. მისთვის ჯერ კიდევ არ მიმიჩენია სპეციალური ადგილი. ამიტომაც მედალი სხვა საგნებთან ერთად ინახება.

- გსურთ თუ არა, რომ უფრო ხშირად უყურებდეთ და ეხებოდეთ თქვენს მონაგარს?

- არა, მე ეს არ მჭირდება. დროთა განმავლობაში შენ უკეთ იგებ გამარჯვებას. ამის გარდა, მე მაქვს მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი, რომელიც მე ასე მინდოდა...

- უკვე ფიქრობთ თუ არა იმაზე თუ რას მიაღწიეთ მუნდიალზე გამარჯვებით და რამდენად მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება თქვენთვის?

- დიახ, ეჭვგარეშეა, ნაბიჯ-ნაბიჯ შენ ამ გამარჯვებას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებ, მაგრამ ამავდროულად ყოველთვის წინ უნდა იყურო, იმიტომ რომ ცხოვრება გრძელდება. სხვა მატჩების და თამაშების ჯერი დგება და შენ ახალ მიზნებს/ამოცანებს ისახავ. ერთი რამ კი ცხადია, შენ ამ გამარჯვებას ვერავინ ვერ წაგართმევს.

- მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილება ალბათ განუმეორებელი იყო თქვენს საფეხბურთო კარიერაში.

- ის მართლაც რომ შეუდარებელია. მსოფლიოში ძალზედ მცირეა იმ ფეხბურთელთა რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ ხელში მსოფლიო ჩემპიონატის თასი დაიჭირონ, იმიტომ რომ იგი ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. 23 გამორჩეული არსებობს და იყო ერთ-ერთი მათგანი ეს ძალზედ დიდი პრივილეგიაა.

- ასრულდა თუ არა თქვენი ბავშვობის ოცნება, როცა მსოფლიოს ჩემპიონი გახდით?

- დიახ, ვთვლი, რომ ეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის კარიერის მწვერვალია. ბავშვობიდან შენ თვალს ადევნებ მუნდიალს, ხოლო თითოეული მუნდიალი ზეიმია, შენ კი ყველა შენი ოცნებებით და იმედებით იჯექი ტელევიზორის წინ და თვალს ადევნებდი თითოეულ მატჩს. ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატი ისეთი ოცნება იყო, რომე არ შემეძლო ჩემპიონობის წარმოდგენა.

- თქვენ ამბობთ, რომ მიღწეულზე გაჩერება არ შეიძლება, მაშინ რისკენ ისწრაფვით ამჟამად?

- მივილტვი იმისკენ, რომ მოვიგო ტიტულები, როგორც საკლუბო დონეზე, ვიყო კონკურენტუნარიანი, ვითამაშო კარგი ფეხბურთი და ვისწავლო. როცა შენი კარიერის პიკზე იმყოფები, იმისდა მიუხედავად თუ რას მიაღწიე, შენ ყოველთვის წინ უნდა იყურო. როცა კარიერას დაასრულებ, მაშინ გექნება დრო გაიხსენო, თუ რას მიაღწიე და რა ტიტულები მოიგე.

- მომავალში ხალხი დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს იმას, რომ თქვენი თაობის ფეხბურთელები ყველაზე განუმეორებელნი იყნენ...

- ვიმედოვნებ, რომ ეს მიღწევა განმეორდება და მომავლის ნაკრები უფრო ძლიერი და კარგი იქნება. კარგი გუნდები და ფეხბურთელები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან. მოედანზე და მოედანს გარეთ ყველაფერი საათივით მუშაობს, არსებობს ჰარმონია და დადებითი/პოზიტიური თანამშრომლობა. ყოველივე ეს ერთმანეთს დაემთხვა, ამიტომაც გამოდგა ჩვენი ციკლი ასეთი ფანტასტიკური. ამიტომაც არაა იმის აუცილებლობა, რომ ეს აქ დამთავრდება. გუნდი საკმაოდ ახალგაზრდაა და მოგებისთვისაა დაგეშილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძნელი იქნება, ჩვენ ამ წარმატების გამეორებას შევეცდებით.

- შეიცვალა თუ არა ესპანური ფეხბურთის მენტალიტეტი? არიან თუ არა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები უფრო მოტივირებულნი და კონკურენტუნარიანი, ვიდრე ადრე?

- ჩვენ ჩვენი მენტალიტეტი გაგვაჩნია, რის წყალობითაც ნებისმიერ შეხვედრას მშვიდ ვითარებაში ვატარებთ. შედეგები, რასაც მივაღწიეთ ბოლო წლების მანძილზე ჩვენი სათამაშო სტილის უპირატესობის ნათელი დადასტურებაა , ეს ყველაფერი კი დაკავშირებულია იმასთან, რომ გუნდი მიყვება საკუთარ მენტალიტეტს. ამის ნათელი მაგალითია ლიხტენშტეინთან შეხვედრა, როცა ჩვენ გუნდს მოდუნების არაფერი არ ეტყობოდა. ეს შემთხვევა დადებითი მაგალითია ნებისმიერისთვის.

- ასევე თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ესპანეთის ეროვნული ნაკრები თამაშისგან სიამოვნებას ღებულობდა. ასეა თუ არა ეს?

- დიახ, ყველა ჩვენგანი სიამოვნებას ღებულობს თამაშისგან. თუ შენ შეგიძლია გამარჯვება, კარგად თამაში და ფეხბურთით ტკბობა, მაშინ ყველაფერი უმაღლეს დონეზე გამოგდის. ყოველთვის ასე როდია, მაგრამ ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ჩვენ უმრავლეს შემთხვევაში მატჩებისგან სიამოვნებას ვღებულობდით.

- ლიხტენშტეინის წინააღმდეგ თქვენ ეს დაამტკიცეთ, მაგრამ თვლით თუ არა, რომ ეს გუნდი მოგებისთვის კვლავაა დაგეშილი?

- ყველა ინტერვიუში, რომელიც მე ან ჩემმა თანაგუნდელებმა ჩაწერეს , აღვნიშნეთ, რომ ჩვენ მოგება გვწადია, მაგრამ ყველაზე კარგი იქნება, თუ ამას მოედანზეც დავამტკიცებთ. არანაირი მიზეზი არაა იმისა, რომ ჩვენ საჭირო მოტივაცია არ გვექნება.

- პირადად თქვენ, გაქვთ თუ არა იმის ილუზია, რომ რაც შეიძლება ბევრი ტიტული მოიგო?

- დიახ, ეჭვგარეშეა, პლიუს დამატებითი მოტივაცია. შენ მწვერვალზე ასვლა მოახერხე და ცდილობ, რომ მანდ დარჩე. წაგება სწორად უნდა გაიგო , ვფიქრობ, რომ გუნდი ძალიან ამბიციურია.

- ესპანეთი-ახალგაზრდა გუნდია და ისეთი შეგრძნება გვრჩება, რომ იგი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელებს წარმატებულ გამოსვლას.

- დიახ, ვთვლი, რომ ეს ნაკრები ბრაზილიამდე შეძლებს ამ სტარტის შენარჩუნებას. ასევე დარწმუნებუული ვარ, რომ ამ ოთხი წლის მანძილზე გუნდში ახალი სახეები გამოჩნდებიან, მაგრამ ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულ იქნება და შევძლებთ მოვიგოთ არამარტო 2 წლის შემდგომ გასამართ ევროპის ჩემპიონატზე, არამედ 4 წლის შემდეგაც, როცა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.

- ბოლო ორი წელი, ხაბი ალონსოსთვის ძალიან დატვირთული აღმოჩნდა, ”მადრიდის რეალში” გადასვლა და ჩემპიონთა ლიგის მოგება...

- ყოველთვის ასეა. როცა ”ლივერპულში” ვთამაშობდი და როცა ”მადრიდში” გადმოვედი სათამაშოდ. ფეხბურთი გაიძულებს ყოველივე ამას მიეჩვიო: ითამაშო ყველა შეხვედრა ისე, თითქოს ეს უკანასკნელი იყოს შენს ცხოვრებაში, იცოდე, რომ ათასობით თვალი უყურებს შენს თამაშს და რომ თითოეული დაკარგული ქულა შენ შეიძლება ძალიან ძვირი დაგიჯდეს.

- როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილებები, როცა ჟოზე მაურინოსთან პირველად მოგიწიათ შეხვედრამ? არის თუ არა ეს ის, რასაც თქვენ ელოდით?

- თავიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს. სანამ შენ არ დაიწყებ მასთან მუშაობას, მასთან ერთად ვარჯიშს, მას ვერ გაიცნობ. პირველი კვირეები ძალიან კარგი იყო. მაურინიო-ესაა მწვრთნელი, რომელიც მე ბევრ რამეს მასწავლის და რომელსაც შეუძლია საკუთარი ფეხბურთელებისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. ფიქრობ, ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში ვართ.

- ასევე ძალიან აუცილებელია, რომ მასთან მიმართებაში მომთმენი იყოთ, განსაკუთრებით ისეთ კლუბში, როგორიც ”მადრიდის რეალია”...

- ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ როგორია ”მადრიდის რეალი”, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ორგანიზაცია, სტრუქტურა,მუშაობის ტიპი,მისი ტაქტიკა ძალიან ბევრ რამეს მოიცავს საკუთარ თავში. მაურინიოს პიროვნება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მან იცის საწვრთნელი პროცესების ორგანიზება, შეუძლია საკუთარი იდეების გადმოცემა და იცის, თუ როგორ მიიტანოს იგი თითოეულ ფეხბურთელამდე. პირველი შთაბეჭდილებები შესაბამისად ძალიან კარგია.

- თვითონ შემადგენლობაც , ახალშეძენილი ფებხურთელებით დი მარია, კანალესი, ოზილი, ხედირა, ბრწყინვალედ გამოიყურება, არა?

- შემადგენლობა კარგი იყო, ეხლა კიდე მთლიანადაა დაკომპლექტებული. როცა ისეთ ცემპიონატში გადადიხარ, სადაური ენაც არ იცი, ძალიან გიჭირს. მე ეს ყველაფერი გავიარე, როცა ინგლისში ადავედი სათამაშოდ.პირველი თვეები ძალიან გამიჭირდა. ვიცით, რომ ახალ შეძენილ ფეხბურთელებს არ აქვთ ისეთი ფუფუნება,როგორიცაა დრო ადაპტაციისთვის. აქ ყველაფერი ეგრევე უნდა მოხდეს და მოგებაც იმწუთასვეა სავალდებულო.

- რას ფიქრობთ, როდის ვიხილავთ უფრო შეთამაშებულ ”მადრიდის რეალს”?

- გავა 2-3 თვე და ფეხბურთელები მწვრთელის ყველა იდეას გაითავისებენ , შედეგად ისინი, როგორც ერთი, ისე ითამაშებენ და არა, როგორც ცალ-ცალკე აღებული 11 ფეხბურთელი.

- მაგრამ ”ბარსელონასთან” დუელში დრო თქვენს წინააღმდეგ მუშაობს

- ჩვენ განსხვავებულ სიტუაციებში ვართ. მათ საკუთარი სათამაშო სტილი და ფორმა აქვთ, სადაც მოედანზე ქცევაც შედის. უფრო მეტიც, მე მათ თამაშს შევადარებდი ისეთ მექანიზმს, სადაც ყველაფერი ჩავარდნების გარეშე მუშაობს და რაც მთავარია, შედეგს იძლევა. ჩვენ ამ დონესთვის ჯერ არ მიგვიღწევია.

–ყველა ფეხბურთელი ერთნაირია, მაგრამ საჭიროა თუ არა ყურადღების მიქცევა იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც სანახაობას ქმნიან?

- ამისთვის მსაჯები არსებობენ. როცა ისინი ხედავენ, რომ ჯარიმები მეორდება ან უხეშ ხასიათს იძენს, მათ შესაბამისი ღონისძიებები უნდა გაატარონ.

- მაგრამ, ვინც არ უნდა იყოს იგი, ყველა ფეხბურთელს ერთნაირად უნდა მოეპყრო...

- დიახ, რა თქმა უნდა, იმისთვის არსებობს რეგლამენტი, რომ გამოიყენო. მსაჯები ყოველმხრივ უნდა ეცადნონ საკუტარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას.

- „ბარსელონა“ ვილათი და მასკერანოთი გაძლიერდა... ორივე ფეხბურთელს თქვენ ძალიან კარგად იცნობთ...

- დიახ, ორივე მათგანი ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან. „ელ გუხე“ ნებისმიერი დაცვისთვის სახიფათოა. ის ყოველთვის თამაშგარეს ზღვარზე თამაშობს, შედეგად ბევრი გოლი გააქვს,მას გოლის გატანის შესანიშნავი ალღო აქვს. ის დიდი ფეხბურთელია და მისი სტატისტიკა ამას ადასტურებს კიდეც. მასკერანო–100%–ით მებრძოლი ფეხბურთელია. ის ძალიან კორექტული, მაგრამ ამავდროულად კარგი გაგებით, აგრესიული ფეხბურთელია.

- პრიმერასთვის ძალიან ცუდია, რომ ჩემპიონობისთვის მხოლოდ ორი კლუბი იბრძვის...

- ჯერ ადრეა რამის თქმა. უნდა დავუკვირდეთ განმეორდება თუ არა წინა წლის შედეგები და ის მხოლოდ ორი კლუბის ბრძოლა იქნება ჩემპიონობისთვის, თუ სიტუაცია შეიცვლება. რა თქმა უნდა ცუდია, როცა მეორე და მესამე ადგილოსნებს შორის სხვაობა 30 ქულაა. ეს ნამდვილი კოშმარია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოხდა წინა წელს , არ ღირს იმის გამეორება, რომ მომავალშიც ასე იქნება.

- თქვენ მოგიწიათ თამაში „ბარსელონას“ უძლიერეს თაობის დროს, არის თუ არა ეს უიღბლობა?

- ჩვენ კარგი მოწინააღმდეგე გვყავს. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს უიღბლობაა. ხშირად გვეკიტხებიან ვინ უფრო კარგად თამაშობს, ჩვენ თუ ისინი. ჩვენ ერთმანეთისგან განვსხვავდებით და მხოლოდ ჩვენი შედეგები და თამაშები გვაღელვებს.

- მე ვგულისხმობ იმ ფაქტს, რომ „ბარსელონას“ ეხლა ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე უძლიერესი შემადგენლობა ყავს...

- დიახ, ეს ჩვენთვის გამოწვევაა. ასე მოხდა და არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია. ჩვენ გვძალუძს მხოლოდ საკუთარი თავის შეცვლა, რომ მათზე ძლიერები გავხდეთ.

- „რეალის“ წინა შემადგენლობისთვის უფრო ადვილი იყო ლა ლიგის მოგება?

- „რეალის“ რამდენიმე შემადგენლობამ ლა ლიგა 76 დაგროვებული ქულით მოიგო. მიუხედავად ჩვენს მიერ აღებული კოლოსალური ქულებისა, ჩვენ ვერ შევძელით ლა ლიგის მოგება.


წყარო: Don Balon
dle 10.1

  • shvela
  • 21 სექტემბერი 2010
  • 1702
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)