პეპე ReaLMadrid.Com-თან

სამეფო კლუბის პორტუგალიელმა მცველმა, პეპემ, მადრიდის "რეალის" ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა. მან ისაუბრა ესპანიოლთან მატჩზე და კიდევ რამდენიმე თემაზე...


"რიკარდო კარვალიო ძალიან კარგი ფეხბურთელია და მასთან ერთად თამაში სასიამოვნოა ისევე , როგორც რაულ ალბიოლთან და ეზიკელ გარაისთან, მე და კარვალიო პორტუგალიის ნაკრებში ერთად გამოვდივართ და ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ, ეს კი საქმეს მნიშვნელოვნად ამარტივებს. რიკარდოს გამოცდილება ფასდაუდებელია სამეფო კლუბისთვის."

"მოურინიო ძალიან მომთხოვნი მწვრთნელია, იგი ნებისმიერი ფეხბურთელისგან მაქსიმუმ ითხოვს, რადგან დარწმუნებულია ჩვენს შესაძლებლობებში, მისთვის მთავარია მაქსიმალური შედეგის ჩვენება, პორტუგალიელი სპეციალისტის ხელში შეცდომების რაოდენობამ გაცილებით იკლო ადრინდელთან შედარებით."

"სერხიო გარსია და კალეხონი კარგი ფეხბურთელები არიან და მათ წინააღმდეგ დიდი ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, რადგან ორივეს შეუძლია ჩვენი გუნდისთვის პრობლემების შექმნა."

"ესპანიოლს ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს და მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ თუ ისე ვითამაშებთ, როგორც წინა მატჩებში, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება და მორიგ აუცილებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ."

"ჩემი მისია დაცვაში კარგად თამაშია, მაგრამ წინ წასვლაც მიყვარს, როდესაც გუნდს სჭირდება, მსიამოვნებს გოლის გატანა." dle 10.1

  • Hala
  • 20 სექტემბერი 2010
  • 1460
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)