რუუდ ვან ნისტელროი "ვან გოლი"

რუუდ ვან ნისტელროი – ერთ–ერთი საუკეთესო თავდამსხმელი მსოფლიოში. უნიჭიერესი ადამიანი, გოლის ალღოთი დაჯილდოვებული, ასევე შესანიშნავი დრიბლიგი, ბურთის გრძნობა, ფლობა და უბრალოდ მეტოქის საჯარიმოს მეფე ასე მოიხსენიებენ ჰოლანდიელ გოლეადორს. მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში რუდი შესანიშნავად გამოიყურებოდა, მისი უბადლო თამაშით და გატანილი გოლებით უდიდესი წვლილი შეიტანა "მერენგების" გაჩემპიონებაში 2006–07 წელს.


ნისტელროის კარიერა საფეხბურთო კლუბ "დენ ბოსხში" დაიწყო, "ჰოლანდიელმა" გოლეადორმა ამ კლუბში ოთხი სეზონი გაატარა, რის შემდეგაც გადაბარგდა "ჰერენვენში". ამ კლუბში თამაშის პირველივე სეზონში რუდმა აალაპარაკა საფეხბურთო სამყარო, "ერედივიზიონში" 31 მატჩში 13 გოლი გაიტანა.ამ სეზონშივე რუდი დაასახელეს "ჰოლანდიის" საუკეთესო ფეხბურთელად. 1998–99 წლების სეზონში ვან გოლი "ერედივიზიონის" საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო ევროპაში მეორე იყო გოლების რაოდენობით მის ანგარიშზე 29 გოლია. ამ სეზნონშივე რუუდმა მიიღოსაშინელი ტრავმა რომელსაც შეეძლო მის კარიერაზე ხაზი გადაესვა.

საშინელი ტრავმის გამო რუუდს ნახევარი წლით მოუხდა ფეხბურთის თამაშზე უარი ეთქვა. როდესაც იგი ტრავმას იშუშებდა იგი შეიძინა "მანჩესტერ იუინაიტედმა" ალექს ფერგიუსონის დაჟინებული თხოვნით (მოთხოვნის) შემდეგ. სირ ალექსი ჰოლანდიელზე უდიდეს იმედებს ამყარებდა და მართლაც რუუდმა მწვრთნელს იმედები 100%–ით გაუმართლა. ჰოლანდიელი ბიჭუნა "ინგლისის პრემიერ ლიგაში" უბადლოდ თამაშობდა. მისი თამაშით მოიხიბლა მთელი საფეხბურთო სამყარო. მაშინ როდესაც ნისტელროიმ კარიერის პიკს მიაღწია მან სირ ალექსთან იკამათა რის გამოც დატოვა კლუბი და გადაბარგდა ისეთ დიდებულ გუნდში როგორიც არის "მადრიდის რეალი".

მიღწევები:

"ლა ლიგა" 2006/07, 2007/08
ესპანეთის "სუპერ თასი" 2008
"ჩემპიონთა ლიგა" 2004
ჰოლანდიის ჩემპიონი 1999/00, 2000/01
ჰოლანდიის "სუპერ თასი" 1999, 2000
ტროფეი "პიჩიჩი" 2006/07
"პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი" 2002/03
"ერედივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი" 1998/99, 1999/00
"ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი" 2002/03, 2004/05

კარიერა:
"დენ ბოსხი" (1993-1997)
"ჰერენვენი" (1997/98)
"პ.ს.ვ ეინდჰოვენი" (1998-2001)
"მანჩესტერ იუნაიტედი" (2001-2006)
"მადრიდის რეალი" (2006-2010)
"ჰამბურგი" 2010 წლიდან დღემდე. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)