ხუან სანჩესი: ოზილი "რეალის" ლიდერია

ესპანელმა საფეხბურთო ექსპერტმა, ხუან სანჩესმა მადრიდის "რეალსა" და ახალწვეულ მესუთ ოზილზე ისაუბრა, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას შესანიშნავად ართმევს თავს...


"ოზილი მართლაც ძალიან კარგი შენაძენია, მოურინიომ იცის რას აკეთებს და ეს ძალიან კარგია, გერმანელი ფეხბურთელი სამეფო კლუბს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ შესანიშნავად მოერგო, მესუთი უკვე "ბლანკოსის" ლიდერად გვევლინება, ეს მისთვისაც ძალიან კარგია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მისნაირი ფეხბურთელები ხშირად არ იბადებიან, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად ახალწვეული ძალიან კარგად თამაშობს, რეალში თამაში არასდროსაა იოლი, აქ ყოველთვის დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ გიწევს თამაში, მოხიბლული ვარ მისი ასპარეზობით."

"ამ ფეხბურთელის იდეალური მოედნის ხედვა აქვს და სწორედ ეს არის მისი მთავარი უპირატესობა მნიშვნელოვან მატჩებში, ასევე ძალიან კარგად ფლობს ბურთს, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან ყველას დაანახა, რომ მსოფლიოს მომავალი ვარსკვლავი ეზრდება. მისით არა მარტო რეალი, არამედ რამდენიმე გრანდი იყო მოხიბლული, ვფიქრობ, "ბლანკოსში" გადასვლით მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, იმიტომ, რომ მთავარი მწვრთნელი მოურინიოა, რომელსაც კარგად შეუძლია ტალანტის ვარსკვლავად დაყენება."

"ამ სეზონში მესუთი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის სერიოზული კონკურენტი იქნება. დაბრუნდება კაკა, ასევე კარგად ითამაშებს კანალესი, მაგრამ ოზილის შესანიშნავ თვისებებს ეს ვერ დაჩრდილავს, არამგონია, რომელიმე ფეხბურთელმა მისი ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდნა მოახერხოს."

"ხშირად ვაკვირდები ხაბი ალონსოსა და ოზილის ურთიერთდამოკიდებულებას, ისინი მუდამ ერთმანეთში ათამაშებენ ბურთს და ბევრ გადაცემას აკეთებენ, შემდეგ პოულობენ საუკეთესო გამოსავალს და გუნდის შეტევაც ორგანიზებული ხდება, ესპანელმა გერმანელმა ერთმანეთს როგორც ჩანს ძალიან კარგად გაუგეს და ამაში დიდი წვლილი რა თქმა უნდა მთავარ მწვრთნელს მიუძღვის, მოურინიოს გარეშე არაფერი გამოვიდოდა, რადგან პორტუგალიელ სპეციალისტს ფეხბურთელების ერთმანეთთან შეთამაშების განსაკუთრებული ნიჭი აქვს." dle 10.1

  • Hala
  • 18 სექტემბერი 2010
  • 2415
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)