მოურინიო: "ურთულესი მატჩი გველის"

მოურინიომ მომდევნო მატჩის შესახებ ისაუბრა ჟურნალისტებთან.


"დღეს ურთულესი მატჩი გველის, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ეს ჩვენი შემდეგი შეხვედრაა, უბრალოდ მიმაჩნია, სოსიედადი ყველაზე ძლიერი გუნდია, რომელსაც აქამდე შეხვედრივართ. სეგუნდადან გადმოსული გუნდები დებიუტში ძალიან კარგად თამაშობენ და ცდილობენ თავიდანვე მოიპოვონ ლა ლიგაში დარჩენის უფლება, ამიტომ მათთან თამაში უფრო რთულია, ვიდრე საშუალო დონის გუნდებთან. მათი წინა ორი მატჩის ვიდეო ჩანაწერი ვნახე და შემიძლია ვთქვა, ისინი ძალიან ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობენ, რაც მთავარია სოსიედადს ძალიან კარგი დაცვა ყავს. კონტრშეტევებზე კი თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ, რაც სახიფათოა ჩვენთვის."

"ბასკებს მთელი კვირა ჰქონდათ ჩვენთან მოსამზადებლად, ჩემ ფეხბურთელებს კი მხოლოდ 2 დღე. აიაქსთან მატჩში ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ და ეს დრო საკმარისი არაა იმისათვის, რომ ბოლომდე აღიდგინონ ფორმა. მიუხედავად ამისა პატივს ვცემთ ფედერაციის გადაწყვეტილებას და აგრეთვე გუნდში გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ დაღლილი მოთამაშეები. ჩვენ ყოველ მატჩს მომზადებულნი და საუკეთესო ფორმაში უნდა შევხვდეთ."

"პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციისაგან რეალს არანაირი წინადადება არ მოსვლია, რადგან მე ვაცნობიერებ რა პასუხისმგებლობა მაკისრია კლუბში და ახლა არ მაქვს იმის დრო, რომ არჩეულ კურსს გადავუხვიო, მაგრამ ამ წინადადებაზე უარის თქმაც გმიჭირდა, იმიტომ რომ მე პირველ რიგში პორტუგალიელი ვარ და ჩემი სამშობლოს მიმართ დიდი გრძნობები გამაჩნია."

"მრავალი ტიტული მოვიგე, თუმცა ხალხი ყოველთვის უკმაყოფილოა ჩემი სათამაშო სტილით, ზოგი კი კმაყოფილია. მე არ მსურს ვინმეს შემადარონ, საკუთარი ხელწერა მაქვს და თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, პასუხს ჩემი გუნდების მიერ მოპოვებული ტიტულების ჩამონათვალით გავცემ. მე ვცხოვრობ ფეხბურთით და ჩემი ოჯახით, სოციალური ცხოვრება არ გამაჩნია, ამიტომ ორიენტირებული ვარ სამსახურზე და შედეგებზე."

"შემდეგი ორი მატჩი, სოსიედადტან და ესპანიოლთან გვიწევს, ბედნიერი ვიქნები თუ 6 ქულას დავაგროვებთ ამ შეხვედრებში. აგრეთვე ვეცდები ვუყურო ატლეტიკოსა და ბრსელონას დაპირისპირებს და დავაკვირდე ჩვენს უშუალო კონკურენტებს." dle 10.1

  • SunSay
  • 18 სექტემბერი 2010
  • 1753
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)