"სოსიედადის" ისტორია

მინდა შემოგთავაზოთ მადრიდის "რეალის" ხვალინდელი მეტოქის, "სოსიედადის" ისტორია. ეს არის უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების კლუბი,რომელიც თავის დროზე საკმაოდ ანგარიშგასაწევი გუნდი იყო.


Real Sociedad de Fútbol, S.A.D. - ეს არის "სოსიედადის" სრული სახელწოდება. ეს ბასკური კლუბი 1909 წლის 7 სექტემბერს დაარსდა სან სებასტიანში. მათი საშინაო სტადიონი Estadio Anoeta არის,რომელზეც 32 076 მაყურებელი ეტევა.


სახელი


"რეალ სოსიედადი" ბასკეთში ცნობილია,როგორც "Erreala" ანუ "txuri-urdin",რაც თეთრ-ლურჯს ნიშნავს. სწორედ აქედან გამომდინარეა,რომ კლუბის ფორმაში თეთრი და ლურჯი ფერი დომინირებს.ასევე ლურჯი და თეთრი ფერებია "სოსიედადის" დროშაზეც. ხოლო თვითონ კლუბის სახელწოდება ნიშნავს - "სამეფო საზოგადოების ფეხბურთი"...


უძველესი ისტორია


კლუბი 1900-იან წლებში ბრიტანელმა სტუდენტებმა და მუშებმა დაარსეს სან სებასტიანში."სოსიედადმა" ფეხბურთის თამაში 1904 წლიდან დაიწყო,მაგრამ ოფიციალურად კლუბად 1909 წლის 7 სექტემბერს ჩამოყალიბდა.თავდაპირველად მას "San Sebastian Recreation Club" ერქვა და ამ სახელით მათ 1904-1905 წლებში "კოპა დელ რეის" გათამაშებაშიც მიიღეს მონაწილეობა. 1909 წელს გუნდს სახელი გადაარქვეს და "Club Ciclista de San Sebastian" უწოდეს. ამ წელს მათ "კოპა დელ რეის" მოგებაც შეძლეს.ფინალში მადრიდის "ესპანიოლი" დაამარცხეს 3-1.
1910 წელს ესპანეთის მეფემ ალფონსო XIII-მ კლუბს "რეალ სოსიედადი" უწოდა. ბასკებმა "ლა ლიგაში" პირველად 1928 წელს იასპარეზეს და მეოთხე ადგილი დაიკავეს.1931 წელს კლუბს სახელწოდება კვლავ შეეცვალა და "Donostia Club de Futboll" ეწოდა,თუმცა 1939 წელს მას წინანდელი სახელწოდება დაუბრუნდა. ამ პერიოდში "სოსიედადის" ყველაზე გამოჩენილი ფეხბურთელი და ლეგენდა მეკარე ედუარდო ჩილიდა გახლდათ.


80-იანი წლების წარმატება


კლუბის საუკეთესო პერიოდი 1980-იანი წლები გახლდათ. ამ პერიოდში მათ " ლა ლიგის" მოგება ორჯერ ზედიზედ მოახერხეს. ამ წლებში "სოსიედადი" შეუდარებელი იყო.მათთვის რაც მთავარი იყო, მთავარ მეტოქეს, ბიბლბაოს "ატლეტიკს" ყველა კომპონენტში ჯაბნიდნენ. კულმინაცია,ის იყო,რომ 1989 წელს "სოსიედადმა" თავის არსებობის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ტრანსფერი განახორციელა. "ლივერპულიდან" ბასკეთში ირლანდიელი ჯონ ალდრიჯი გადავიდა,რომელიც იმ დროისთვის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.


2002-2003 წლები "ლა ლიგაში"


"რეალ სოსიედადს" 2002-2003 წლებში ძალიან "უძლეველი" გუნდი ჰყავდა.დარკო კოვაჩევიჩი,ნიჰატ კაჰვეცი,ტაიფუნ კორკუტი,ვალერი კარპინი და ხაბი ალონსო - ეს ის ფეხბურთელებია,რომელთაც ამ სეზონში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვეს. ამ დროისთვის "სოსიედადის" მწვრთნელი ფრანგი რეინოლდ დენუ გახლდათ. ამ სპეციალისტმა მოახერხა და "სოსიედადი" "გუნდად" ჩამოყალიბა. მთავარი ბრძოლა ამ წელს მადრიდის "რეალთან" გამართეს სან სებასტიანში,სადაც ბასკებმა დაძაბულ ბრძოლაში 4-2 მოიგეს.ალბათ ეს მატჩი საუკეთესო იყო მათი არსებობის ისტორიაში. ბოლოს მოვლენები ისე განვითარდა,რომ ორივე კლუბს თანაბარი ქულები დაუგროვდა და ბოლო მატჩს უნდა გადაეწყვიტა ყველაფერი. საბოლოოდ ბოლო ტურში "სოსიედადმა" 3-0 დაამრცხა მადრიდის "ატლეტიკო",რომელსაც წინა ტურში 4-0 ჰყავდა დამარცხებული მადრიდის "რეალი",თუმცა ბოლო ტურში "რეალმაც" იმარჯვა ბილბაოს "ატლეტიკზე" და ჩემპიონობაც მოიპოვა.2003-2004 წლებში "სოსიედადმა" ლიგაზეც იასპარეზა,მაგრამ უშედეგოდ - ჯგუფში ჩარჩნენ. ამ სეზონში სოსიედადმა "ლა ლიგაში" 71 გოლი გაიტანა და მხოლოდ 6 მიიღო საკუთარ კარში. ნიჰატმა და კოვაჩევიჩმა ბომბარდირთა შორის მეორე და მესამე ადგილი დაიკავეს 23 და 20 გოლით.


დაცემა


2003 წლიდან მოყოლებული კლუბიდან წავიდნენ გამორჩეული ფეხბურთელები, გუნდი წარა-მარა იცვლიდა მწვრთნელებს,არასტაბილურად თამაშობდნენ,რამაც 2006-2007 წლებში მათი "ლა ლიგიდან" გავარდნა გამოიწვია.მათ 19-ე ადგილი დაიკავეს.




"სოსიედადმა" "სეგუნდა" დივიზიონის უკანასკნელი გათამაშება მოიგო და "ლა ლიგაშიც" დაბრუნდა.

კლუბმა არსებობის ისტორიაში "ლა ლიგა" ორჯერ მოიგო - 1980-1981 და 1981-1982 წლებში , ხოლო მეორე ადგილი - 1979-1980,1987-1988 და 2002-2003 წლებში დაიკავეს.
"კოპა დელ რეის" თასს ორჯერ დაეუფლნენ - 1908-1909 და 1986-1987 წლებში, ხოლო 5-ჯერ ფინალში დამარცხდნენ.
ესპანეთის სუპერთასს "სოსიედადი" 1982 წელს დაეუფლა.
"სეგუნდა" დივიზიონი სამჯერ - 1948-1949,1966-1967 და 2009-2010 წლებში მოიგეს,ხოლო მეორე ადგილზე გასვლა ორჯერ მოახერხეს შორეულ წარსულში.

"სოსიედადმა" არსებობის ისტორიაში 64 სეზონი "ლა ლიგაში",ხოლო 16 "სეგუნდა" დივიზიონში გაატარა.



ინფორმაციის წყაროები: wikipedia.com , realsosiedad.com


სტატიის ავტორი: WISHMASTER dle 10.1

  • wishmaster
  • 18 სექტემბერი 2010
  • 2023
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)