ვალვერდე:„კროოსის და ნაჩოს წასვლა ჩემთვის მტკივნეულია“

ფედერიკო ვალვერდემ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა და საინტერესო საკითხები მიმოიხილა.


„ვამაყობ, რომ ურუგვაის ნაკრებთან ერთად კარგ შედეგებს მივაღწიე, თუმცა საქმე ბოლომდეა მისაყვანი. ბრაზილიის ნაკრების დამარცხება ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა შევძელით, ახლა კი ფინალში გასვლასა და გამარჯვებაზე ვოცნებობთ. ურუგვაის ყველაფერი აქვს წარმატების მისაღწევად და მჯერა, რომ ოქროს მედლების მოპოვებას მოვახერხებთ.“

„საკლუბო დონეზე დაბრუნებაზე ჯერ არ ვფიქრობ, რადგან თავიდან ბოლომდე ნაკრებზე ვარ ორიენტირებული. კოპა ამერიკის გამო „რეალთან“ აგვისტოში შევუერთდები და პრე-სეზონის დიდ ნაწილს გამოვტოვებ, თუმცა ვეცდები, საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშო.“

„ნაჩოს და კროოსის წასვლა ჩემთვის მტკივნეული იყო. ტონი ყოველთვის ჩემი მასწავლებელი გახლდათ, მისგან მიღებული გამოცდილება ფასდაუდებელია, ნაჩო კი წლების განმავლობაში მიკაფავდა გზას მთავარი გუნდისკენ, ის იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ მიიღწევა წარმატება თავდადებით და შრომით.“

„მბაპეს „ბლანკოსში“ ტრანსფერმა ძალიან გამახარა, ის ექსტრა კლასის ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, წინა ხაზს მნიშვნელოვან ძალას შესძენს.“

„კარლო ანჩელოტი ეპოქალური მწვრთნელია, მან 1/2 ფინალში გასვლა მომილოცა და წარმატებები მისურვა. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით და აუცილებლად გავუზიარებ ემოციებს, რომელიც კოპა ამერიკაზე მივიღე.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 24
2 სორლოტი 23
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 19

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2024 (244)
ივნისი 2024 (379)
მაისი 2024 (385)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)