ვალდანო:„პერესის პოლიტიკა 10 წლით წინ იყურება“

ხორხე ვალდანოს თქმით, ფლორენტინო პერესი აუცილებლად უნდა გახდეს „რეალის“ პრეზიდენტი კიდევ ერთ ვადით.


„ფლორენტინო პერესმა ათწლეულების მანძილზე აჩვენა პროგრესი და ისწავლა, როგორ უნდა მართოს მსოფლიოს საუკეთესო კლუბი.“

„ამ ადამიანის აქტივშია უამრავი ტიტული და ინსტიტუციური განვითარება. შესაძლოა პერესს გარკვეული პრობლემებიც ჰქონდა, მაგრამ ეს ყოველთვის თანმდევი მოვლენაა.“

„თუ 2025 წელს ფლორენტინო კიდევ გადაწყვეტს პრეზიდენტობას, ის კვლავ უნდა იყოს არჩეული. იცით რატომ? იმიტომ, რომ მისი პოლიტიკა 10 წლით წინ იყურება.“

„გაიხსენეთ 2018 წელი და ტრანსფერები, რომელიც სამეფო კლუბმა კრიშტიანო რონალდუს წასვლის შემდეგ განახორციელა.“

„გაიხსენეთ ბერნაბეუს პროექტი და მოდერნიზაცია, ინვესტიზციების მოზიდვა და ინსიტუციური განვითარება.“

„დარწმუნებული ვარ, დღეს გაკეთებული საქმე წლების შემდეგ კიდევ უფრო დიდ შედეგს გამოიღებს. სწორედ ეს არის საუკეთესო კლუბის მენეჯმენტი, რომელიც მომავალზე ფიქრობს.“

„პერესი უნდა დარჩეს და გაუძლოს კონკურენციას ისეთ გუნდებთან, რომელთა ბიუჯეტიც განუსაზღვრელია.“ dle 10.1


1

9 ივლისი 2024 17:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1420
ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს. პერესი წასვლამდე უნდა იყოს მწვრთნელი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 24
2 სორლოტი 23
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 19

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2024 (244)
ივნისი 2024 (379)
მაისი 2024 (385)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)