ვალვერდე:„პირობას გაძლევთ, ამას არასდროს გავაკეთებ“

ფედე ვალვერდემ ჟურნალისტებთან საინტერესო საკითხები მიმოიხილა.


„როდესაც „რეალის“ ფეხბურთელი ხარ, ბევრ სიახლეს ეცნობი. სხვა გუნდში თამაშის დროს შეგიძლია ისაუბრო, რომ ერთი, ორი ან სამი წლის წინ ჩემპიონთა ლიგა მოიგე, მაგრამ როდესაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბის სადარაჯოზე დგახარ, მეორე დღიდან იწყებ ახალ სეზონზე ფიქრს. სწორედ ეს არის სტანდარტი, რომელიც „ბლანკოსში“ მკაფიოდ არის დაფიქსირებული და დანერგილი. ვამაყობ, მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ყოფნით და მჯერა, რომ კარიერას აქ დავასრულებ.“

„საუდის არაბეთში გადასვლა? მერწმუნეთ, რიცხვები ჩემთვის არაფერს წყვეტს. შემიძლია პირობას მოგცეთ, რომ საუდის ლიგაში სათამაშოდ არ გადავალ, არც ახლა და არც 5 წელიწადში.“

„ჩემი ოცნება ძალაშია, მე მინდა ვიყო მადრიდული გრანდის კაპიტანი და ამას ადრე თუ გვიან აუცილებლად მოვახერხებ.“

„ტონი კროოსისგან სიმშვიდე ვისწავლე, არასდროს დავივიწყებ ღვაწლს, რომელიც გერმანელმა ფეხბურთელმა ჩემს განვითარებაში შეიტანა. ტონი უბრალოდ ლეგენდარული ფიგურაა და ვამაყობ, რომ მასთან ერთად წლები ვითამაშე.“

„როგორც ზინედინ ზიდანმა, ასევე კარლო ანჩელოტიმ ჩემს კარიერულ განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. ორივე სპეციალისტთან მუშაობა პატივი იყო. მჯერა, რომ კიდევ ბევრს მივაღწევ და კარლოს გავახარებ.“

„კარლო ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ გარემარბი უნდა გავმხდარიყავი, თუმცა ეს დროებითი იქნებოდა. მე გავოცდი და გავბრაზდი, თუმცა გავიდა დრო და მივხვდი, რომ მწვრთნელის დავალებები ყოველთვის გუნდური ინტერესიდან გამომდინარეობს და შენ უნდა მოერგო ფილოსოფიას, რომელიც იმ მომენტშია გასატარებელი. მე მაშინ ბევრი გოლი გავიტანე, შემდეგ კი გავიდა დრო და საკუთარ პოზიციას დავუბრუნდი.“ dle 10.1


1

14 ივნისი 2024 13:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 381
ძმა ხარ ვალიკო

2

14 ივნისი 2024 21:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 388
AM SHAHINMA RAGA ICIS MWVRTNELOBIS :D:D:D

3

18 ივნისი 2024 14:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 33
Არ გაგიტყდეს მაგრამ ვერ გახდები სამეფო კლუბის კაპიტანი...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 24
2 სორლოტი 23
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 19

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2024 (244)
ივნისი 2024 (379)
მაისი 2024 (385)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)