შუსტერი:„მბაპე „რეალში“ შექმნილ საშინელ პრობლემას ვერ უშველის“

ბერნდ შუსტერის აზრით, მადრიდის „რეალში“ ძალიან სერიოზული პრობლემა შეიქმნა, რასაც კლუბი არაერთხელ გადააწყდება.


„ახალი სეზონის დაწყების შემდეგ ყველა მიხვდება, რომ მადრიდის „რეალს“ ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს, მას კი ტონი კროოსის დაკარგვა ჰქვია. გერმანელი ექსტრა კლასის ნახევარმცველია, რომლის შეცვლასაც ფლორენტინო პერესი ვერ მოახერხებს. ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც ტონის შეცვლა შეუძლია როდრია, თუმცა ის „სიტიში“ დარჩება. ამის ღრმად მწამს, ვინაიდან გვარდიოლა სწორედ მასზე დგას.“

„კიმიხი? ვფიქრობ, შეცდომაა, როდესაც მას ნახევარდაცვაში იყენებენ, გერმანელი მარჯვენა მცველია და საუკეთესო ფეხბურთს, სწორედ დაცვის ფლანგზე თამაშობს. მას „რეალი“ არ დაიმატებს.“

„მბაპეს ტრანსფერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კილიანი კროოსის დანაკლისს ვერ უშველის, ის წინა ხაზს გააძლიერებს, მაგრამ ნახევარდაცვაში არსებული დანაკლისის შევსება „მერენგებს“ ძალიან გაუჭირდებათ.“

„გახსოვთ, რა მოხდა „ბარსელონაში“, როდესაც ბუსკეტსმა გუნდი დატოვა? იგივეს ვიტყოდი სამეფო კლუბზეც.“

„ანჩელოტი ძალიან დიდი მწვრთნელია, მან იცის ვარსკვლავური სტატუსის მქონე ფეხბურთელებთან მუშაობა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ იტალიელმა აბსოლუტურად ყველა ტოპ ლიგაში იმუშავა და დიდ წარმატებებს მიაღწია.“ dle 10.1


1

14 ივნისი 2024 00:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 34
აი მაგრამ არ მევასება გაპიარებული როდრი იმედია არ მოათრევენ მაგ სირს ვირტსი მოიყვანონ ჯობია ასევე ვიტინიაც ძალიან ნიჭიერი და კარგია თან ახალგაზრდაა

2

14 ივნისი 2024 00:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 57
ბელინგემი დაუბრუნდება თავის პოზიციას , რა პრობლემაა ;)

3

14 ივნისი 2024 07:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3490
მართალს ამბობს ეს კაცი. კროოსის შეცვლა ცენტრში მაგრად გაგვიჭირდება, მაგ სტილს ვერავინ თამაშობს. ბელინგემი კი მაგარია მარა ეგრე თამაშს ვერავინ აკონტროლებს.
-----------------------
ვენგერი 26 წელი = 0 ჩემპიონთა ლიგა
ფერგიუსონი 26 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა
მოურინიო 17 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა
გვარდიოლა 10 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა


ზიდანი 2.5 წელი 3 ჩემპიონთა ლიგა :)

4

14 ივნისი 2024 08:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2092
ნეტა შენ მაგ ბებერ ტაკუნებს არ ათამაშებდე რაა......შეუცვლელი ფეხბურთელი არ არსებობს.

5

14 ივნისი 2024 13:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 107
ციტატა: c.ronaldo
აი მაგრამ არ მევასება გაპიარებული როდრი იმედია არ მოათრევენ მაგ სირს ვირტსი მოიყვანონ ჯობია ასევე ვიტინიაც ძალიან ნიჭიერი და კარგია თან ახალგაზრდაა

wirtzi yvelaze magari kandidatiaa tan unichieresi plius magas mxolod da moxolod 21 clisaa

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 24
2 სორლოტი 23
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 19

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2024 (244)
ივნისი 2024 (379)
მაისი 2024 (385)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)