”ბორუსია” 0-5 ”რეალი” ტექსტური მიმოხილვა

მადრიდის რეალმა დორტმუნდს გადაუარა. ამაზე ანგარიშიც მეტყველებს 0-5. შესანიშნავი 100 წლის თავი აღნიშნეს გერმანელებმა. მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ სამეფო კლუბი იყო მათი სტუმარი მართლაც მრავლისმეტყველი ფაქტია.


მადრიდის რეალმა დალაგებული და ლამაზი ფეხბურთი აჩვენა. მატჩის მთავარი გმირი ჰოლანდიელი არიენ რობენი იყო. გარემარბმა გოლის გატანა შეძლო, ასევე გააკეთა საგოლე პასი და მოიპოვე პენალი. ეს იყო მართლაც მაქსიმუმი. მთელი მატჩის მანძილზე სამეფო კლუბს ჰქონდა სათამაშო უპირატესობა. ყველა რგოლში მადრიდელები აკონტროლებდნენ ბურთს.

არ შეიძლება არ აღინიშნოს კანტეროსანი გრანეროს თამაში, მას მიეცა საშუალება სასტარტოში დაეწყო მატჩი და მწვრთნელის იმედები გაამართლა, პირველი გოლის ავტორი სწორედ ესტებანი გახლავთ.

ამ მატჩში ძალიან ინერტული იყო პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო, რომელმაც საერთოდ ვერ ითამაშა. იგი ვერ ცდებოდა გერმანელ მცველებს და სულ ძირს ეცემოდა, ეს იყო მისი ძალიან ცუდი მატჩი ახალ გუნდში. სამაგიეროდ ძალიან კარგად ითამაშა რიკარდო კაკა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში. მან თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გოლის გატანაც მოახერხა. იგი ანაწილებდა გადაცემებს სხვადასხვა ფლანგებზე, მან და მეორე ტაიმში შემოსულმა რობენმა კარგად ააწყვეს თამაში და შედეგიც სახეზეა, მეორე ტაიმში ,,ბლანკოსმა” 4 გოლის გატანა შეძლო.

ასევე არ შეიძლება არ აღინიშნოს კასილასის თამაში, მან რამდენიმე ეპიზოდში რათქმაუნდა შესანიშნავად წარმოაჩინა თავი და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ გუნდმა შესანიშნავად ითამაშა თუ არ ჩავთვლით კრიშტიანოს ამაზრზენ მომენტებს, სამეფო კლუბი აგრძელებს მზადებას ლა ლიგის მატჩისთვის, რომელიც 30 აგვისტოს გაიმართება. dle 10.1

  • Hala
  • 20 აგვისტო 2009
  • 2329
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)