სერხიო რამოსი:"ბარსელონა ძლიერია, მაგრამ არა უძლეველი"

მადრიდის "რეალის" წამყვანი უკანახაზელი, სერხიო რამოსი ესპანური მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა. ახალგაზრდა 'მადრიდისტას' განცხადებით, სამეფო კლუბი განვითარების გზაზე დგას და ეს ყველაფერი შედეგებშიც უახლოეს მომავალში აისახება.


"მნიშნვნელოვანია ის ფაქტი, რომ მადრიდის რეალი დღითიდღე ვითარდება. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი ვართ."

ანდალუსიელი ფეხბურთელის თქმით, მას კატალონიის "ბარსელონას" ტრიუმფალური გამარჯვება სანტარნდერში, სულაც არ გაჰკვირვებია, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ ეს ჯერ არაფერს არ ნიშნავს, რადგანაც ეს მხოლოდ სეზონის დასაწყისია და ჯერ ყველაფერი წინაა.

"მართალია სეზონის სტარტზე გამარჯვება ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან დიდი სტიმულია, მაგრამ არც ქულების დაკარგვაა დიდი ტრაგედია. ვაღიარებ, რომ კატალონიელთა პირველი გამარჯვება არ გამკვირვებია, ისიც ნათელია, რომ ბარსელონა ძალიან დიდი კლუბია, მაგრამ აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გუარდიოლას ძლიერი ნაკრები ჰყავს, მაგრამ არა უძლეველი." – ციტირებს რამოსის სიტყვებს As.

რამოსს არ სურს პარალელების გავლება "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალს" შორის, რადგანაც სამეფო კლუბი ახალი გუნდია და იგი ჯერ მხოლოდ ჩამოყალიბების პროცესშია.

"ჩვენ, როგორც გუნდი ახლა ვყალიბდებით, ხოლო ბარსელონა 2–3 წლის უკან ჩამოყალიბდა, ასე რომ ჩვენს შორის პარალელების გავლება ჯერჯერობით ნაადრევია."

ესპანელმა ფეხბურთელმა, ეროვნული ნაკრების შესახებაც ისაუბრა.

"ძალიან შემცდარა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობას მარტივად მიაღწია, ეს ჩვენ დამსახურებულად მოვიპოვეთ... ჩვენ დიდებისთვის ვიბრძოლეთ და საწადელსაც მივაღწიეთ."

"ჩვენ ზედიზედ ორი ტრიუმფალური გამარჯვება მოვიპოვეთ, 2008 წელს ევროპის ჩემპიონები გავხდით, 2010 წელს კი მუნდიალი მოვიგეთ. ვფიქრობ ჩვენი დრო არ დასრულებულა ასე, რომ ესპანეთი ევრო–2012–ის მოგებასაც აპირებს."

ინფორმაციის წყარო: As.com

ავტორი: Kevlisha
dle 10.1

  • kevlisha
  • 31 აგვისტო 2010
  • 2253
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბენზემა 9
2 ხერარდ მორენო 8
3 მესი 8
4 ლორენი 7

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 4 4 0 0 12
2 რეალი 4 2 1 1 7
3 ბრიუგე 4 0 2 2 2
4 გალათასარაი 4 0 1 3 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2019 (195)
ოქტომბერი 2019 (366)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)