ფლავიო კონსეისაო:"კრისტიანო რონალდო კარგია,მაგრამ ზიდანი საუკეთესოა"

ფლავიო კონსეისაო თვლის,რომ წელს "რეალს" შეუძლია დაიბრუნოს ძველი დიდება კრისტიანო რონალდოსთან ერთად,მაგრამ მისთვის ზინედინ ზიდანი საუკეთესო ფეხბურთელად რჩება.


ბრაზილიელმა ნახევარმცველმა,რომელმაც უკვე დაასრულა კარიერა კომენტარი გააკეთა მადრიდის "რეალის" პროექტზე.ფლავიო ამბობს,რომ კრისტიანო რონალდო მიაღწევს ბევრს "სანტიაგო ბერნაბეუზე",მაგრამ ის დარწმუნებულია,რომ ზიდანის ვარსკვლავს რონალდო ვერაფერს დააკლებს.

"ის გადავიდა მადრიდში მას შემდეგ,რაც ყველაფერი მოიგო "მანჩესტერში",მაგრამ მსოფლიოში საუკეთესო ჩემთვის მუდამ ზიდანი იქნება.კაკაც ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში.ჩემს ქვეყანაში ხალხი ამაყობს,რომ ის თამაშობს "რეალში"–აცხადებს კონსეისაო As-თან საუბარში.

"სამეფო კლუბს" მოუწია ბევრი თანხის დახარჯვა ამ ზაფხულს,რათა გაეძლიერებინა გუნდი.ყველაფერი იმისთვის იქნა გაკეთებული,რომ "ბარსელონას" ჰეგემონია დამხობილ იქნას,მაგრამ ფლავიოს ვარაუდით,გუნდს დრო დასჭირდება შესათამაშებლად.

"ახლა "რეალს" ჰყავს ბევრი კარგი ფეხბურთელი.გუნდი ძლიერია.პრობლემა იმაშია,რომ "ბარსელონას" გუნდი შეთამაშებულია და ისინი კარგად უგებენ ერთმანეთს.გულშემატკივრებს მართებთ მოთმენა,რადგან კრისტიანო რონალდოს,კაკას,ბენზემას,ხაბი ალონსოსა და ალბიოლს დრო სჭირდებათ,რათა ერთმანეთს კარგად გაუგონ"–განაცხადა ფლავიო კონსეისაომ.


ინფორმაციის წყარო:Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 19 აგვისტო 2009
  • 5652
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)