ხუანდე რამოსი: “ბარსელონა” გუნდია, “რეალი” ჯერ არა

ხუანდე რამოსი: “ბარსელონა” გუნდია, “რეალი” ჯერ არა


მადრიდის “რეალის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ხუანდე რამოსმა აღნიშნა, რომ მიუხედავად კოლოსალური სატრანსფერო ხარჯისა, “ბარსელონა” ჯერჯერობით “რეალზე” მაინც ძლიერია.


აი რა განაცხადა რამოსმა Radio Marca-თან საუბარში: “რეალი” გუნდად ჯერ არ ჩამოყალიბებულა, რასაც ვერ ვიტყვი “ბარსელონაზე”. შეიძლება “სამეფო კლუბი” ფეხბურთელთა საერთო დონით კატალონიელებს სჯობნის, თუმცა ფეხბურთში მთავარი კომპაქტურობაა. იმედია, პერესის მიერ დახარჯული თანხმა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.”

“მსოფლიო დონის ფეხბურთელთა გუნდში ყოლას ყველა მწვრთნელი ისურვებს, თუმცა მათ სათანადოდ უნდა მიუდგე, თორემ წარმატებას ვერ მიაღწევ. ასე რომ, ახლა მთავარია, თუ რა გზას აირჩევს მანუელ პელეგრინი.”

“ძალიან გამიკვირდა, თუ რატომ გამანთავუსუფლეს “რეალის” ხელმძღვანელებმა. მომდევნო სეზონში “ჩემს მაღალ კლასს კიდევ არაერთხელ დავამტკიცებდი. შეიძლება გარედან ისე ჩანს, რომ ჩემი განთავისუფელბა სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა მე ასე ვფიქრობ.”

შეგახსენებთ, რომ ხუანდე რამოსსა და მანუელ პელეგრინის ერთმანეთი გულზე დიდად არ ეხატებათ. მათ მტრობას სათავე 2007 წელს დაედო, მაშინ როცა ჩემპიონობისთვის მებრძოლ “სევილიას”, “რამონ სანჩეს პისხუანზე”, პელეგრინის “ვილიარეალმა” უნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო და ლა ლიგის ოქროს მედლებს ოფიციალურად ჩამოაშორა.

ესპანელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ არაფრისმომცემი მატჩების მოგება და სხვების “გამწარება” მანუელ პელეგრინის “სტილია”. საქმეც იმაშია, რომ მაშინ “ვილიარეალს” გამარჯვება არაფერში სჭირდებოდა. იმავე ჩემპიონატის ბოლოს, პელეგრინის შეგირდებმა “ვალენსიაც” “დაღუპეს”, რომელსაც “მესტალიაზე” 3-2 მოუგეს, ჩემპიონობის მიზერული შანსიც მოუსპეს და კინაღამ, ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშეც დატოვეს. სხვათა შორის, იმავე სეზონში “ვილიარეალთან” უმნიშვნელოვანი ქულები მადრიდის “რეალმაც” დაკარგა (0-0, 0-1). მიუხედავად ამისა, “ბლანკოსი” ჩემპიონი მაინც გახდა.

ინფორმაციის წყარო: Marca.Com dle 10.1

  • niko
  • 3 ივლისი 2009
  • 2781
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)