ჟოზე მოურინიოს პრეს–კონფერენცია

ჟოზე მოურინიომ პრეს–კონფერენცია გამართა. "გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო".


"მინდა აღვნიშნო, რომ დაცვაში პრობლემები საერთოდ არ გვქონია, ეს ძალიან კარგია, მცველებმა ძალიან კარგად ითამაშეს. ჩვენ პირველ ნახევარში ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ნახევარში გუნდი მოგებას ნამდვილად იმსახურებდა. ძალიან ბევრი შანსები გვქონდა გოლის გატანის, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. გუნდმა შეტევებშიც კარგად ითამაშა, არ ვიცი გოლის გატანა რატომ ვერ მოვახერხეთ".

"შედეგით ძალიან უკმაყოფილო ვარ, ჩვენ მოგებას ნამდვილად ვიმსახურებდით. გუნდმა პირველ ტაიმშიც კარგად ითამაშა, ხოლო მეორე ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ და 5–6 გოლის გატანის შანსიც გვქონდა. ძალიან კმაყოფილი ვარ მცველების მუშაობით, ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი დაცვის ყოლა, საკუთარ კარში გოლი არ მიგვიღია, მიუხედავად იმისა, რომ "მალიორკელი" ფორვარდები კარგად თამაშობდნენ."

"ახლა საჭიროა ბევრი ვივარჯიშოთ, ჩვენ ახალი გუნდი ვართ და ცოტა დრო გვჭირდება. ძალიან ბევრს ვვარჯიშობთ, ახლა კი უფრო მეტს ვივარჯიშებთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ."

"ძალიან კარგი იქნება, თუ ასეთ ძლიერ დაცვას შევინარჩუნებთ. ჩვენ დაცვაზე ბევრი ვიმუშავეთ და დღეს შედეგიც ნათელი იყო. ახლა კი გოლების გატანაზეა ბევრი ვარჯიში საჭირო, მომავალი თამაშისთვის უფრო კარგად მომზადებული ვიქნებით, ჯერ ყველაფერი წინ არის. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო დაცვის ძალიან კარგი თამაში."

"ბარსელონაზე ნურაფერს მკითხავთ, დღეს ჩვენ მალიორკას წინააღმდეგ ვითამაშეთ, და არა კატალონიელებთან. მე მათ მოგებას ვულოცავ, ჩვენ წელიწადში ერთმანეთს ორჯერ შევხვდებით, როცა ამის დრო მოვა, მე თქვენ "ბარსაზც" დაგელაპარაკებით." დაასრულა ჟოზე მოურინიომ, რომლის გუნდმაც ლა ლიგა წარუმატებლად დაიწყო.

ინფორმაციის წყარო RealMadrid.Com dle 10.1

  • Dzebnili
  • 30 აგვისტო 2010
  • 2151
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)