მარკას გამოკითხვაში რაულმა ვერ იმარჯვა
ესპანურმა ვებ-გვერდმა, მარკამ, ჩაატარა გამოკითხვა მადრიდის რეალის გულშემატკივრებს შორის. კითხვა ასე გამოიყურებოდა: რომელმა ოთხეულმა უნდა ითამაშოს სამეფო კლუბის შეტევის ხაზში? დადგინდა, რომ ფანებს სურთ იხილონ კაკა, რონალდო, რობენი და კარიმ ბენზემა. რაც არ უნდა გასაკვირად მოგვეჩვენოს ბოლო ადგილი დაიკავა კაპიტანმა რაულმა. მეხუთე ადგილზე გონსალო იგუაინმა ამოყო თავი.
არიენ რობენმა შარშანდელი სეზონი შესანიშნავად ჩაატარა. მადრიდის რეალი მასთან ერთად და მის გარეშე სულ სხვადასხვა გუნდი იყო. წელს მოსამზადებელ ეტაპზეც შესანიშნავად ირჯება ჰოლანდიელი გარემარბი და ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ღირსია სამეფო კლუბში თამაშის.
პირველ ადგილზე გასულმა რიკარდო კაკამ დააგროვა 89.392 ხმა. ბრაზილიელს ჩამორჩა კრიშტიანო რონალდო, რომელმაც 88.765 ხმას მოუყარა თავი. კარიმ ბენზემას 87.089 გულშემატკივარმა მისცა ხმა. მეოთხე ადგილზე კი გავიდა არიენ რობენი 50.833 ხმით და მოხვდა ოთხეულში.
მეხუთე ადგილზე მყომა გონსალო იგუაინმა 34.275 გულშემატკივარს მოუყარა თავი. რაც შეეხება კაპიტან რაულს, ესპანელმა მხოლოდ 18.470 ხმა მიიღო და ვერ გაუწია კონკურენცია ოთხეულში შესულ ფეხბურთელებს.
- 19 აგვისტო 2009
- 3876
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.