მოურინიოს მატჩის წინა პრესკონფერენცია

"ბლანკოსის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მალიორკასთან მატჩამდე ჟურნალისტებს შეხვდა და რამდენიმე თემა მიმოიხილა...


"მალიორკასთან მატჩი ორივე გუნდისთვის ძალიან რთული და მნიშვნელოვანი იქნება. ეს მატჩი არ წყვეტს ჩემპიონის ბედს, მაგრამ თითოეულ მატჩში გამარჯვების მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია. "წითლები" რეალთან რაღა თქმა უნდა გაორმაგებული მოტივაციით ითამაშებენ და ეს არავის უკვირს. ამ მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს ეროვნულ ნაკრებებში უწევთ თამაშის გამართვა, ამიტომ პატარა პაუზას ავიღებთ, შემდეგ კი ოსასუნასთან დაპირისპირებისთვის დავიწყებ ჩემი გუნდის მომზადებას."

"მალიორკას ძალიან ჭკვიანი მწვრთნელი ჰყავს, მან შეძლო იმ ფეხბურთელთა შენარჩუნება, რომლებმაც შარშანდელ სეზონში მეხუთე საპატიო ადგილის მოპოვება შეძლეს, მალიორკა არ არის სახუმარო გუნდი და ჩვენ მათთან ძალიან სერიოზული მატჩის გამართვა მოგვიწევს, მაგრამ არავის დაავიწყდეს, რომ ეს რეალია და ამ გუნდს ყველაფრის გაკეთება შეუძლია თუ მოინდომებს."

"სერხიო კანალესი შესანიშნავი ფეხბურთელია, სხვა ახალწვეულებთან შედარებით მან მეტი ივარჯიშა რეალთან ერთად, რადგან გუნდში უფრო ადრე მოვიდა და არც მსოფლიოს მუნდიალზე მოუწია თამაში, მისი პროგრესი თვალნათლივია და მე ამით ნამდვილად გახარებული ვარ, მე შემიძლია მის იმედზე ყოფნა, რადგან სერხიო ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და იმსახურებს სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრას. ასევე ძირითადში იქნება ხაბი ალონსო, კრიშტიანო რონალდო, გონსალო იგუაინი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი."

მოურინიოს მატჩის წინა პრესკონფერენცია


"კანალესი გუნდურ ფეხბურთელად უნდა ჩამოყალიბდეს და საკუთარი კლასის ხარჯზე არასდროს უნდა ითამაშოს, იგი ჯერ ახალგაზრდაა და ვერ აიღებს იმ ფუნქციებს რასაც გუტი იღებდა, ერნანდესი სულ სხვა კალიბრის ფეხბურთელი იყო. სერხიოს კი მართლაც დიდი მომავალი აქვს და მას ბევრის გაკეთება შეუძლია ამ კლუბისთვის."

"ლასანა "ბრილიანტის" ფეხბურთელია, მას სხვადასხვა პოზიციებზე შეუძლია თამაში, უნივერსალობა კი დღევანდელ ფეხბურთში ბევრს ნიშნავს. მე მასთან მქონდა საუბარი და იგი მზად არის ნებისმიერი პოზიციაზე სათამაშოს, ფრანგი ფეხბურთელი "ბლანკოსისთვის" ძალიან საჭიროა."

"ყველა ფეხბურთელს ვერასდროს შევიყვან განაცხადში. მაჰამადუ დიარამ სულ რამდენიმე დღეა მოიშუშა ტრავმა და იგი არ არის სათამაშოდ მზად. რაც შეეხება დრენტეს, როდესაც მყავს არბელოა და მარსელო, იქ დრენტეს განაცხადში ყოფნა არ არის საჭირო. რაფაელ ვან დერ ვაარტი მაოცებს, იგი ძალიან კრეატიული ფეხბურთელია და მთელი გულით სურს "თეთრებში" დარჩენა."

"ორ თვეში ჩვენი გუნდის თამაში გაცილებით უკეთესია იქნება, ხოლო ოთხ თვეში კიდევ უფრო კარგი. საერთოდ ჩემი გუნდები წარმატებას მეორე სეზონში აღწევენ, რადგან მე გუნდის სრულფასოვან ჩამოყალიბებას ვასწრებ, ჩვენ მიზანმიმართული კლუბი ვართ და მზად ვართ მალიორკას დასამარცხებლად."

მოურინიოს მატჩის წინა პრესკონფერენცია


"სანაკრებო ბატალიების დროს გუნდში ცოტა ფეხბურთელი მეყოლება, ამიტომ აუცილებლად ვუხმობ კასტილიელებს, მათთვის ჩვენს გუნდთან ერთად ვარჯიში მართლაც ძალიან დიდი ბედნიერებაა და მე მათ აუცილებლად მივაქცევ სათანადო ყურადღებას."

"სამი ხედირასა და მესუთ ოზილის ადაპტირება არც ისე იოლია, მაგრამ მათ უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე, რადგან სხვაგვარად არაფერი გამოვა, ისინი აუცილებლად გამოადგებიან სამეფო კლუბს."

"ძალიან რთულია დაასახელო ფავორიტი, როდესაც არ იცი როგორ ფორმაშია მეტოქე. ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში ჩემი აზრით მაინც ბარსელონა და რეალი ჩაერთვებიან, თუმცა ამის დაზუსტებით თქმა ნამდვილად არ შემიძლია." dle 10.1

  • Hala
  • 29 აგვისტო 2010
  • 2143
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)