მოურინიო: "ჩვენი მიზანია ლამაზი თამაშით მოგება"

ცოტა ხანში ლა ლიგა დაიწყება და მადრიდის რეალის გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან თუ როდის გამართავს პირველ შეხვედრას მოურინიოს გუნდი. მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით, პორტუგალიელმა სპეციალისტმა მარკას ჟურნალისტებთან ისაუბრა.


"ჩემი მთავარი მიზანია გუნდის ბრძოლისუნარიანობის ამაღლება, რაც დაგვეხმარება ყოველ მატჩში სასურველი შედეგის მიღჭევაში. სატესტო მატჩებმა აჩვენეს გუნდის, როგორც დადებითI, ასევე უარყოფითი მხარეები. იმედი მაქვს ფეხბურთელები სეზონის განმავლობაში განიცდიან პროგრესს. უკვე სამი თვეა რაც მადრიდის რეალის მწვრთნელი ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ ფეხბურთელები კარგ ხასიათზე არიან და აგრეთვე მათ იციან თუ რა უნდა გააკეთონ."

"მე შემდეგი პრინციპით ვმოქმედებ: ვარჯიშისას ვაჩერებ ფეხბურთელს ვეუბნები დავალებას, ის გადასცემს თავის თანაგუნდელებს და შემდეგ ვირჩევ სხვა მოთამაშეს, რომელისგანაც ვისმენ რა უთხრეს მას თანაგუნდელებმა. ამ გზით ყველაზე მალე არის შესაძლებელი პრობლემების შემჩნევა და შემდგომ აღმოფხვრა. მე ყოველთვის ვცდილობ დასაწყისიდანვე ავამაღლო გუნდში მოტივაცია."

"შემადგენლობა და ამაღლებული მოტივაცია წარმატების საწინდარია, ვფიქრობ ისინი ითამაშებენ ისე როგორც სამეფო კლუბს ეკადრება. ჩვენი მთავარი მიზანია ლამაზი თამაშით გამარჯვება. ჩვენ აგრეთვე სტრუქტურული და პოზიციურად ზუსტი ფეხბურთი უნდა შევთავაზოთ მოწინააღმდეგეებს. დარწმუნებული ვარ გუნდი ამას მიაღწევს, თუმცა ჩვენ დრო გვჭირდება."

"მე ადრეც მითქვამს, რომ ყველა გუნდი მადრიდის რეალთან თამაშისას დიდ ზეწოლას განიცდის და ფეხბურთელებს მატჩის საწყის წუთებში აქვთ საშუალება სადავეები ხელთ იგდონ და მიაღწიონ სასურველ შედეგს. მოთამაშეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველ საფეხურზე უნდა დავასრულოთ."

"კლუბის პრეზიდენტმა დიდი სამუშაო შეასრულა შემადგენლობის გასაძლიერებლად, ახლა ჯერი ჩვენზეა, ფეხბურთელებმა უნდა გაამართლონ გაცემული ავანსები, მათი თამაში თვალს უნდა სიამოვნებდეს."

"რაულს უყვარს ფეხბურთის თამაში და მას სურს შალკეში ასპარეზობა 2 წლის განმავლობაში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მისი კარი ყოველთვის ღიაა ჩემს გუნდში ასისტენტ მწვრთნელად. მას ნებისმიერ დროს შეუძლია შემოგვიერთდეს." dle 10.1

  • SunSay
  • 27 აგვისტო 2010
  • 1968
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (253)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)