ვალდანო:"სამი–ოთხი ფეხბურთელი ზედმეტია"

ხორხე ვალდანომ დააიმედა ალვარო ნეგრედო,რომელმაც უთხრა,რომ იყოს თავდაჯერებული და აუცილებლად დაბრუნდება კლუბში.


მადრიდის "რეალის" გენერალური დირექტორი ხორხე ვალდანო კმაყოფილი ჩანდა ალვარო ნეგრედოს ტრანსფერზე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებით.ის აცხადებს,რომ გუნდს 3–4 ფეხბურთელი დატოვებს.მან ასევე გუნდის მიერ განხორციელებულ ტრანსფერებზეც ისაუბრა.

გუნდის შტატი

"ამ წუთას გუნდში ზედმეტია სამი–ოთხი ფეხბურთელი.მათ გარეშე გუნდი უფრო კომფორტულად იგრძნობდა თავს".

ნეგრედო

"ფეხბურთელებისთვის ძნელია "სამეფო კლუბიდან" წასვლა,მაგრამ ნეგრედოს შემთხვევაში სულ სხვანაირადაა საქმე.ის დატოვებს გუნდს.მაგრამ რამდენიმე წელიწადში მის კონტრაქტს გამოვისყიდით და ისევ დავიბრუნებთ.მე მომწონს ფეხბურთელის პოზიცია და დარწმუნებული ვარ,რომ ის წავა,რათა დაბრუნდეს".

სნეიდერი

"ფეხბურთელები,რომლებიც უარს აცხადებდნენ კლუბის დატოვებაზე,მიხვდნენ,რომ ორი თვის შემდეგ მათი მდგომარეობა დამძიმდება.სათამაშო დროის უქონლობის გამო ისინი ვერ გაემგზავრებიან მსოფლიო ჩემპიონატზე.სნეიდერის შემთხვევაშიც ანალოგიური სიტუაციაა".

"მკვდარი" სატრანსფერო ფანჯარა

"ფული დახარჯეს დიდმა კლუბებმა,მაგრამ ეკონომიკური სიძნელეების გამო ეს თანხები დარჩა გამოუყენებელი.არავინ ელოდა ამდენ სიძნელეებს,"სამეფო კლუბიც" კი.სატრანსფერო ფანჯარა ამ პერიოდის დროს "მოკვდა".

კონკურენცია

"იგუაინს ელოდება უფრო მეტი კონკურენცია კრისტიანო რონალდოსა და კარიმ ბენზემას მოსვლის შემდეგ.გაგოსაც მოუწევს კონკურენციის გაწევა ხაბი ალონსოსთვის.კონკურენცია ძალიან დიდია".

გარაი

"არ ვიცი,რატომ ვრცელდება ამდენი სპეკულაციები გარაის შესახებ,თითქოს ის დატოვებს "რეალს".არგენტინელ მცველს აქვს კლუბისა და მწვრთნელის ნდობა.იდეა იმაში მდგომარეობს,რომ ის დარჩება "სამეფო კლუბში".ძალიან ცოტა ცენტრალური მცველები გვყავს".


ინფორმაციის წყარო:Defensacentral.com dle 10.1

  • faqo
  • 19 აგვისტო 2009
  • 2978
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)