ვალდანო არსებულ ვითარებაზე საუბრობს

სამეფო კლუბის გენერალური დირექტორი, ხორხე ვალდანო EL Pais-ის ჟურნალისტს ესაუბრა და "ბლანკოსში" მიმდინარე მოვლენები მიმოიხილა...


"მადრიდის "რეალში" რამდენიმე ცვლილებაა. მწვრთნელის გამარჯვებულის სული ყველა ფეხბურთელს დაეხმარება წარმატების მიღწევასა და განვითარებაში."

"გუნდისთვის მწვრთნელი ძალიან ბევრს ნიშნავს და ვფიქრობ, რომ მოურინიო ამას ყველას დაანახებს, მაღალი კლასის დამრიგებელი, წარმატების მთავარი საწინდარია."

"მოურინიო სრულიად თავისუფალი მწვრთნელია, ჩვენ მას არაფერში ვზღუდავთ, მისი თითოეული გადაწყვეტილება გუნდის ფეხბურთელებისთვის მისაღებია."

"ახალი ფეხბურთელები ჩვენს გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს, ოზილისა და კანალესის მაგალითი ავიღოთ, ისინი ხომ შემტევი ტიპის ფეხბურთელები არიან, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს პედრო ლეონი და ანხელ დი მარია, რომლებიც კლუბის თამაშს უფრო გახსნილს და მრავალფეროვანს გახდიან."

"გუნდის კაპიტანი იკერ კასილასია, ვიცე კაპიტანი კი სერხიო რამოსი. ისინი ნამდვილი მადრიდისტები და მისაბაძი მაგალითები არიან ნებისმიერი ფეხბურთელისათვის, რომელიც სამეფო კლუბში ირიცხება."

"ესპანეთის ჩემპიონატი აქამდეც საუკეთესო იყო და ახლი კიდევ უფრო საინტერესი და ლამაზი სანახავი გახდება, რადგან აქ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს უწევთ მოღვაწეობა."

"მადრიდის რეალი ყოველთვის სხვადასხვგვარ ფეხბურთს გვთავაზობს და ილტვის წარმატებისკენ, გუნდისთვის მთავარი გამარჯვებაა და სხვა არაფერი." dle 10.1

  • Hala
  • 26 აგვისტო 2010
  • 1791
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)