ალბიოლის პრესკონფერენცია

ალბიოლის პრესკონფერენცია


პრეზენტაციის შემდეგ, რაულ ალბიოლმა პრესკონფერენცია გამართა.


- პრეზენტაციით, ალბათ, კმაყოფილი ხარ.
- რა თქმა უნდა. მშვენიერი დღე გამოდგა. ამდენ ხალხს ნამდვილად არ ველოდი. თითეული ინჩასი ძალიან კარგად დამხვდა, რისთვისაც მათ მადლობას მოვახსენებ.

- რამდენად დიდია იმის შანსი, რომ შენი რამდენიმე ყოფილი თანაგუნდელი “ვალენსიადან”, რეალში” გადმობარგდნენ?
- ვერ გეტყვით. დავიდ ვილიას შესახებ ახლაც ბევრს საუბრობენ. როგორც მისი მეგობარი, დავიდს წარმატებებს ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, რომ ვილია ნებისმიერ გუნდში წარმატებით იასპარეზებს.

- “რეალში” 18-ნომრიანი მაისურით იასპრეზებ. ამ ნომრით ადრე რუბენ დე ლა რედი თამაშობდა.
- რუბენი ჩემი კარგი მეგობარია. ერთად ესპანეთის თითქის ყველა ასაკობრივ ნაკრებში გვითამაშია, ეროვნული გუნდის ჩათვლით. როგორც კი რუბენი მომჯობინდება, ამ მაისურს უკან დავუბრუნებ, რადგან 18 ნომრით სწორედ მან უნდა იასპარეზოს.

- პრეზენტაციაზე “რეალის” მაისურის ლოგოს აკოცე. თავს უკვე სრულუფლებიან “მადრიდისტად” მიიჩნევ?
- გპირდებით, რომ დაკისრებულ სამუშაოს პირწმინდად შევასრულებ. ასეთ დახვედრას ნამდვილად არ ველოდი, ამიტომ ემოციები ვერ მოვთოკე.

- “რეალის” ფეხბურთელის რანგში, შენი პირველი დღე როგორია?
- შესანიშნავი. ეს დღე არასდროს დამავიწყდება. აქვე მინდა, ჩემი ოჯახის წევრები მოვიკითხო, ისინი ძალიან ღელავდნენ.

- სულ მალე, კაკასა და კრისტიანო რონალდოს მხარდამხარ მოგიწევს ასპარეზობა.
- ასეთი მოთამაშეების გვერდით თამაში უდიდესი დაფასებაა. იგივეს ვიტყოდი “რეალის” სხვა ფეხბურთელებზეც. ახალი თანაგუნდელების გაცნობას და სეზონის დასწყისს მოუთმენლად ველი.

- “რეალში” გადასვლის გადაწყვეტილება დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მიიღე?
- მშობლიური “ვალენსიას” დატოვება ძალიან გამიჭირდა, თუმცა ჩემი კარიერისთვის ასე იყო საჭირო. “რეალის” ხელმძღვანელებს მინდა მადლობა გადავუხადო იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს.

- პირველი ესპანელი ფეხბურთელი ხარ, რომელიც “რეალმა” ამ ზაფხულს გადაიბირა. ალბათ, დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ.
- არც ისე. პასუხისმგებლობას უშუალოდ გუნდში თამაშის შემდეგ ვიგრძნობ. ყველას საკუთარი სამუშაო გვექნება. ჩემი მიზანი სწრაფი ადაპტაციაა. იმედი მაქვს, რომ მომდევნო სეზონი, როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური თვალსაზრისით, წარმატებული იქნება.

- დაცვაში პეპესთან ერთად მოგიწევს თამაში.
- პეპე შესანიშნავი მცველია. პორტუგალიელი ფიზიკურადაც ძალიან ძლიერია. მიხარია, რომ მის გვერდით მომიწევს ასპარეზობა. იმედია, გაუვალ დაცვის ხაზს შევქმნით.

- “რეალის” ხელმძღვანელებს რომელიმე “ვალენსიელის” გადაბირებას ხომ არ ურჩევდი?
- ძალიან გამიხარდება, თუ რომელიმე მათგანი “რეალშიც” ჩემი თანაგუნდელი გახდება. თუმცა ეს ჩემი გადასწყვეტი არ არის. ფლორენტინო პერესმა თავისი საქმე შესანიშნავად იცის.

- “სამეფო კლუბში” თამაში ბავშვობაშიც ხომ არ გინდოდა?
- ბავშვობაში მინდოდა, რომ ევროპის რომელიმე გრანდში მეთამაშა, “რეალიც” მათ შორის იყო. ჩემი ერთ-ერთი ოცნება, - “ვალენსიაში” თამაში, უკვე ამიხდა.

- ყველაზე მეტად რომელ მწვრთნელს ემადლიერები?
- როდესაც ავარიაში მოვყევი, კიკე სანჩეს ფლორესმა და ფრან ესკრივამ უდიდესი ნდობა გამომიცხადეს. ისიც არ ვიცოდი, ვითამაშებდი თუ არა ფეხბურთს. თუმცა მათმა გამხნევებამ შედეგი გამოიღო. ახლა ‘რეალის” ფეხბურთელი რომ მქვია, სწორედ ამ ორი ადამიანის დამსახურებაა.

ხორე ვალდანო
- პლატინმა თქვენი სატრანსფერო პოლიტიკა დღეს საჯაროდ გააკრიტიკა.
- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ “რეალი” ფეხბურთელებში ფულს კი არ ხარჯავს, არამედ აბანდებს. ეს პერესის წინა მმართევლობის დროსაც არაერთხელ დამტკიცდა. ჩვენი სატრანსფერო პოლიტიკა მაღალი დონის ფეხბურთელებით, უძლიერესი გუნდის შექმნაა.

- ალბიოლი ამ ზაფხულს თქვენი უკანასკნელი ესპანური შენაძენი იქნება?
- არა, კიდევ რამდენიმესთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და იმედია, შეთანხმებასაც მალე მივაღწევთ.

- თქვენი მხრიდან, ასე ბევრი ფეხბურთელის გადაბირებას რეკორდულად მოკლე დროში არავინ ელოდა.
- საქმე იმაშია, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ, სანამ ფლორენტინო “რეალის” პრეზიდენტი ოფიციალურად გახდებოდა. ახლა მოლაპარაკებათა ტემპი შედარებით შევანელეთ, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ მომდევნო შენაძენები სატრანსფერო ფანჯრის ბოლოსკენ გაკეთდება.

- დაცვის გაძლიერებას კიდევ აპირებთ?
- ყველა იმ ამპლუას გავაძლიერებთ, რომელსაც საჭიროდ ჩავთვლით. ამასთან, გადავიბირებთ როგორც ძირითადის, ასევე სარეზერვო ფეხბურთელებს, რათა კონკურენცია გავზარდოთ.

- მართალია, რომ რუუდ ვან ნისტელროი შესაძლოა “ლიონში” გადაბარგდეს?
- მოლაპარაკებები რამდენიმე ფეხბურთელთან დაკავაშირებით მიმდინარეობს, თუმცა ტრანსფერი იმ თანხაზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც თითოეულ მათგანში შემოგვთავაზებენ.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 3 ივლისი 2009
  • 1884
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)