რამოსის პრეს-კონფერენცია

მადრიდის რეალის 4-იანმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს


- თქვენ მოიგეთ ბერნაბეუს თასი, თუმცა გუნდმა კარგი შთაბეჭდილება არ დატოვა. როგორ ფიქრობთ ახლანდელი შემადგენლობა გაამართლებს გულშემატკივრების იმედებს?

- გადაწყვეტილებებს ხელმძღვანელობა ძალიან მალე იღებს, თუმცა მე მეამაყება ახალი პროექტის და დარწმუნებული ვარ ახალწვეულები ბოლომდე დაიხარჯებიან თეთრი მაისურისათვის, მას შემდეგ რაც ისინი ადაპტაციას გაივლიან. ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს და კლუბში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს.

- მოურინიოს სურს თქვენი ცენტრალურ მცველად გამწესება, თუმცა აქამდე ჩვენ მივეჩვიეთ მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე სერხიო რამოსს. თქვენ რომელ პოზიციაზე უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს?

- ორივე პოზიციაზე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. საერთოდ ფეხბურთელისათვის მნიშვნელოვანია მწვრთნელის ნდობა. მთავარია ვითამაშო და რომელ პოზიციაზე დამაყენებს მწვრთნელი ეს მისი გადასაწყვეტია, ორივეგან შესანიშნავად შემიძლია თამაში. ყოველთვის ვეცდები ბოლომდე დავიხარჯო.

- როგორ მოქმედებს ტრავმები გუნდზე?

- წინასასეზონო შეხვედრებში ამ მხრივ არ გვიმართლებდა და იმედი მაქვს სეზონის განმავლობაში ეს ყველაფერი შეიცვლება. გუშინდელ მატჩამდე ტრავმა აწუხებდა პეპეს, გარაის და ალბიოლს, პენაროლთან თამაშისას კი გაგომ მიიღო ტრავმა. ეს ფეხბურთელები ძალიან დაგვაკლდება პირველ ტურში.

- სანამ მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყებოდა თქვენ იცოდით, როგორი თაქტიკით ითამაშებდა ნაკრები. გააქვთ წარმოდგენა რა ტაქტიკით იასპარეზებს მოურინიოს მადრიდის რეალი?

- უკვე დიდი ხანია რაც ესპანეთის ნაკრების ძირითადი ბირთვი გვერდი-გვერდ თამაშობს, სწორედ ეს იყო წარმატების ერთ-ერთი გარანტი, მეორეს მხრივ სამეფო კლუბში ირიცხებიან ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელები და ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ მზად ვართ დავიბრუნოთ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ტიტული.

- როგორ ფიქრობთ ლა ლიგა უფრო დაძაბული იქნება?

- გასული წლების განმავლობაში მხოლოდ ორი გუნდი დომინირებდა მადრიდის რეალი და ბარსელონა, მართალია დანარჩენი გუნდებიც ბოლომდე იბრძოდნენ , მაგრამ იმედი მაქვს ისინი მოუმატებენ თამაშის ხარისხს და სერიოზულ კონკურენციას გაგვიწევენ ჩვენ.

- უკვე 2 წელია მადრიდის რეალი უტიტულოდ რჩება. ჩემი აზრით მოვიდა დრო სამეფო კლუბმა თავისი შესაძლებლობები აჩვენოს გულშემატკივრებს...

- მადრიდის რეალმა თასები იმიტომ უნდა მოიგოს, რომ იგი მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, სწორედ ამით ვამაყობთ ჩვენ და გვინდა შევავსოთ თაროები ახალი თასებით.

- თქვენ ახლა გუნდის მეორე კაპიტანი ხართ...

- მე მქონდა ბედნიერება მქონოდა ახლო ურთიერთობა სევილიასა და რეალის კაპიტნებთან. ხავიერ ნავარო და პაბლო ალფარო სევილიას ლეგენდარული ფეხბურთელები იყვნენ მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. უკვე მეექვსე წელია რაც სამეფო კლუბის ფეხბურთელი ვარ და ამ ხნის განმავლობაში გუნდის კაპიტნები რაული და გუტი იყვნენ. მათ მაზიარეს მე კლუბის ისტორიასთან და ღირებულებებთან, სწორედ მათი წყალობით მოვერგე სამეფო კლუბს. კაპიტანს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება, რადგან პირველ რიგში მან უნდა გაუადვილოს ადაპტაცია ახალწვეულებს, იგი უნდა იყოს მაგალითი ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის.

- როგორ ფიქრობთ მოურინიოს გადმობარგების შემდეგ მოეღება ბოლო ბარსელონასთან წარუმატებელ სერიას?

- ვიმედოვნებ. ჟოზე დიდებული მწვრთნელია და ამაზე მისი მიღწევებიც მეტყველებენ. ის ძალიან გამოცდილი მწვრთნელია და ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ მისი დავალებები. მოურინიო შესანიშნავი მწვრთნელი და პიროვნებაა. იმედი მაქვს მისი მოღვაწეობა მადრიდში წარმატებული იქნება.

- როგორ ფიქრობთ მადრიდის რეალს სჭირდება კიდევ ერთი ფორვარდის დამატება? თუ ვალდანოს მსგავსად მიგაჩნიათ, რომ შესაძლოა კლუბმა კანტერას ფეხბურთელი გამოიყენოს ამ პოზიციაზე?

- მე მხოლოდ ფეხბურთელი ვარ, ეს ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია, მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ნებისმიერ ახალ შენაძენს თბილად დავხვდებით. dle 10.1

  • SunSay
  • 25 აგვისტო 2010
  • 1999
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)