ჟოზე: გავა დრო და პროგრესი თვალნათლივი გახდება

გუშინდელი მატჩის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის პორტუგალიელმა დამრიგებელმა, ჟოზე მოურინიომ კმაყოფილება ვერ დამალა, მისი თქმით იგი მართლაც ბედნიერი იყო, რომ გუნდმა შეძლო სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის თასის მოგება, მაგრამ ასევე მწუხარება გამოთქვა ფერნანდო გაგოს ტრავმასთან დაკავშირებით...


"პენიაროლთან მატჩს რაღა თქმა უნდა ჰქონდა ცუდი და კარგი მხარეები. ბოლო სამ დღეში ორი მატჩის გამართვა მოგვიხდა და ეს არც ისე კარგია. ამიტომ მე გადავწყვიტე ფეხბურთელების დასვენება და ყველას მიეცა გარკვეული შანსი თავის გამოსაჩენად. გუშინ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ ფერნანდოს ტრავმა ყველასთვის ძალიან საწყენია. იგი გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელია და ტრავმა არ გვაძლევს ხელს."

"გუშინ პენიაროლმა სუფთა ესპანურ სტილში ითამაშა, ლა ლიგაში მათ მსგავსად ძალიან ბევრი გუნდი ასპარეზობს. გუშინდელმა მეტოქემ დაცვითი სქემა შემოგვთავაზა, ისინი უფრო კონტრშეტევებზე იყვნენ ორიენტირებულები და მათი თამაში მართლაც მოწონებას იმსახურებდა. ამ მატჩით არც არაფერი იწყებოდა და არც მთავრდებოდა, მაგრამ გამარჯვება მართლაც სასიამოვნო იყო. ჩვენ უნდა დავხვეწოთ შეტევის რამდენიმე მექანიზმი."

"გუნდში 6 სხვადასხვა სტილის ფეხბურთელი მოვიდა, რაც მართლაც ძალიან ბევრია. მე ცოტა დრო მქონდა გუნდის შესაწყობად, მაგრამ მაქსიმუმს ვაკეთებ, რათა ახალწვეულთა დროული ადაპტირება მოხდეს ძველ ფეხბურთელებთან."

"ლასანა დიარა ნახევარდაცვაში გაცილებით უფრო პროდუქტიული ფეხბურთელია ვიდრე დაცვაში, მაგრამ გასაჭირში მისი გამოყენება ნამდვილად შეიძლება მარჯვენა მცველად, რადგან ის ბევრ მცველს ჯობია მსოფლიოში."

"ჩემი გადაწყვეტილებით, მეთეოსი წელს მთავარ გუნდთან ერთად ვერ იქნება, რადგან ის ძალიან ახალგაზრდაა, საჭიროა მისი უფრო დახვეწა, რადგან მას მართლაც დიდი მომავალი აქვს. დროთა განმავლობაში ეს ფეხბურთელი დაიხვეწება და შეძლებს "ბლანკოსის" მთავარ გუნდთან ერთად ყოფნას."

"რაფაელ ვან დერ ვაარტი მართლაც შესანიშნავია. მისი თამაში მხოლოდ კარგ შთაბეჭდილებას მიტოვებს. გუშინდელ მატჩში მან სხვებზე ცოტა ითამაშა, რადგან მას არ სჭირდება გუნდთან შეთამაშება, უფრო მეტ აქცენტს ახალი ფეხბურთელების ადაპტაციაზე ვაკეთებ. კრიშტიანო რონალდომ კი დიდი დრო დაჰყო, რადგან იგი არ იყო ჰერკულესთან მატჩში და აღარ საჭიროებდა დასვენებას."

"ანხელ დი მარია სულ რაღაც 21 წლის არის და მას მართლაც უდიდესი მომავალი აქვს, ანხელს ძალიან კარგი თვისებები აქვს, ასწრაფებული არგენტინელის გაჩერება ურთულესი საქმეა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის."

"ლა ლიგის პირველი მეტოქე მალიორკაა, რომელიც ასევე კარგ ფორმაშია და მათი გასვლაზე დამარცხება მართლაც ძალიან რთული საქმე იქნება, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენთვის თითოეული ქულა უმნიშვნელოვანესია და აუცილებლად ვეცდებით გამარჯვებას."

ავტორი: Vasilich (გიორგი მორჩილაძე) dle 10.1

  • Hala
  • 25 აგვისტო 2010
  • 1988
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)