მოუ:"ბენზემას და პიპიტას შემცვლელი მყავს"

ხორხე ვალდანომ და ჟოზე მოურინიომ ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს და "რეალში" არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს.


ხორხე ვალდანომ შემდეგი განცხადება გააკეთა:"მე კლუბთან შეთანხმებულად ვმოქმედებ და რასაც მოურინიო მოისურვებს,იმას ვაკეთებ . შევიძინეთ 6 ფეხბურთელი და ვფიქრობ,რომ ეს სავსებით საკმარისია გუნდის გასაძლიერებლად. ამბობენ დაცვაში პრობლემააო,მაგრამ მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. რამოსი,არბელოა,ალბიოლი და კარვალიო მწყობრშია.საჭიროების შემთხვევაში ლასსაც შეუძლია დაცვაში თამაში და საკმაოდ კარგადაც.თქვენ ეს "ჰერკულესთან" მატჩშიც ნახეთ.იმედი მაქვს გარაი და პეპეც მალე გამოჯანმრთელდება და გუნდს უახლოეს ხანებში შეუერთდება. ნახევარდაცვა იდეალურადაა.ალბათ 3 ფეხბურთელი გამოაკლდება,მაგრამ ჯერ ვერ დავასახელებ - ვინ. რაც შეეხება თავდასხმას,ბენზემა და იგუაინი შესანიშნავ ფორმაშია. თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდა რონალდოსაც და კანალესსაც შეუძლიათ ფორვარდად თამაში."

ჟოზე მოურინიომ "რეალი" წინა საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ ჩაიბარა.მან სულ 5 მატჩი ითამაშა და ხუთივე დაუმარცხებლად. "მე ძალიან ცოტა დრო მქონდა,რათა გუნდი ჩემებურად მომეწყო.ახლა "რეალი" რა თამაშსაც აჩვენებს,ალბათ ამ დროისთვის მაქსიმუმია.მე ამ წუთას მეტს მაინც არ ველი.მაგრამ ერთ კვირაში "ლა ლიგა" იწყება და იქ ასე თამაში არ გამოგვადგება. ამხანაგურ მატჩებში შემადგენლობის ბალანსირებას ვახდენდი და "მალიორკასთან" ამათგან საუკეთესოს ავირჩევ.მე გპირდებით,რომ "ლა ლიგას" გამარჯვებით დავიწყებთ და გამარჯვებითვე დავასრულებთ."-განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

მოუმ ასევე იმ დროზე ისაუბრა,რომელიც მან "რეალში" გაატარა."მართალია ჯერ ძალიან ცოტა ხანია,რაც აქ ვარ,მაგრამ აქაურობა უკვე ძალიან მომწონს.მადრიდი შესანიშნავი ქალაქია და აქ ცხოვრება ძალიან სასიამოვნოა.კლუბის თითოეული ფეხბურთელი ძალიან კარგ სიტუაციას ქმნის გუნდში.მე ძალიან მიხარია მათთან ერთად მუშაობა. მე მათ გზას ვუკვალავ საუკეთესო კარიერის შესაქმნელად და იმედი მაქვს ისინი თავად შეეცდებიან,რომ ამაში ხელი შემიწყონ.ამისათვის კი თავდაუზოგავი ვარჯიშია საჭირო."

იკერ კასილასი,სერხიო რამოსი,ხაბი ალონსო და კრისტიანო რონალდო მოურინიოს "ჰერკულესთან" არ ჰყავდა,მაგრამ "პენროლთან" ისინი სავარაუდოდ ძირითადიდან დაიწყებენ თამაშს.ამსთან დაკავშირებით პორტუგალიელმა შემდეგი განცხადება გააკეთა:"მე შემადგენლობის ძიებაში ვარ.მინდა გავიგო,რომ ამ ოთხეულის არყოფნის შემთხვევაში,ვინ იქნება ღირსეული შემცვლელი.თან ეს ის ოთხი ფეხბურთელია,რომელთაც შეძლებისდაგვარად ყველა მატჩის თამაში მოუწევთ და სანამ "ლა ლიგა" დაიწყება მათი დასვენება გადავწყვიტე. "პენროლთან" ისტორიული მატჩია და მხოლოდ ამიტომ ითამაშებენ,ისიც მცირე ხნით."

ჟოზე მოურინიომ ყურადღება ახალგაზრდა ფეხბურთელებზეც გაამახვილა."ჩემი აზრით "რეალის" ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელი პერსპექტიულია. მე 8 მათგანი მყავს შერჩეული "ბლანკოსისთვის" და ვფიქრობ,რომ რვავეს შეუძლია ადგილი დაიმკვიდროს "რეალში". ახლა მათი დრო მოვიდა.ისინი არიან კლუბის მომავალი ვარსკვლავები.მათ უნდა შექმნან "რეალის" მოავალი და მე ყველანაირად ვეცდები მათ ამაში დავეხმარო. ჯერ არ დავასახელებ ვინაა,მაგრამ იმას ვიტყვი,რომ "კასტილიის" ერთ-ერთ ფეხბურთელით ძალიან დავინტერესდი.მე მიმიზიდა მისმა კარგმა თამაშმა და უახლოეს მომავალში მას "რეალის" მთავარ გუნდში იხილავთ."

პორტუგალიელმა სპეციალისტმა გუნდის შემადგენლობაში არსებულ გადაადგილებებზეც ისაუბრა."არბელოა ამპლუით ცენტრალური მცველია,მაგრამ შესაძლოა ცენტრში კარვალიოსთან ერთად განვაწესო.არაა გამორიცხული რამოსი მარცხენა ფლანგზე გადავიყვანო.ლასის თამაში დაცვაში მომეწონა და საჭიროების შემთხვევაში იგი მარჯვენა მცველის პოზიციას დაიკავებს.ნახევარდაცვაში პრობლემა სრულებითაც არ არის. ერთ ადგილზე 4 ფეხბურთელი მოდის. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი რონალდო რა პოზიციაზე იქნება.უფრო ნახევარდაცვაში, მაგრამ თუ იგუაინს და ბენზემას რამე პრობლემა შეექმნება, კრისტიანო თავდასხმაშიც იქნება.ერთი სიტყვით უახლოეს დღეებში საბოლოოდ დავადგენ თუ ვინ სად ითამაშებს."

"რაც შეეხება ბენზემას და იგუაინს.ისინი ბრწყინვალე ფორმაში არიან და ვფიქრობ,რომ ევროპაში საუკეთესო თავდასხმის ხაზს შექმნიან.იგუაინი ნელ-ნელა უმაღლესი დონის თავდამსხმელად ყალიბდება.ბენზემას გარკვეული პრობლემები ქონდა და იმედი მაქვს,რომ აღმოფხვრის ყოველივე ამას.ქარიმმა "ჰერკულესთან" შესანიშნავად ითამაშა და მჯერა,რომ სხვა მატჩებში უფრო უკეთესად ითამაშებს."

და ბოლოს..."წინ ისტორიული მატჩი გველის "პენროლთან",ხოლო ამის შემდეგ მთლიანად გადავერთვებით "მალიორკასთან" მატჩზე.ექვსივე შეძენილი ფეხბურთელი ადაპტირდება .მინდა აღვნიშნო,რომ ყველაზე უკეთ ეს სამი ხედირამ შეძლო."რეალი" ნელ-ნელა იბრუნებს თავის დიდებას და გპირდებით,რომ მწვერვალს ჩემი მწვრთნელობის პერიოდში მიაღწევს."

ინფორმაციის წყარო: marca.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)