მოურინიო: გუნდმა შესანიშნავი ფეხბურთელები შეიძინა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ბერნაბეუს თასის მატჩამდე, ერთი დღით ადრე პრეს-კონფერენცია გამართა. პორტუგალიელი სპეციალისტი სხვადასხვა თემებს შეეხო და გუნდში არსებულ ვითარებას ისაუბრა.


"წინასასეზონო მატჩებით ძალიან კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ მეტს არ მოველოდი, რადგან ჩვენ ვერ ვახერხებდით ერთიანი გუნდის შეკვრასა და ერთად ვარჯიშს, რადგან სულ სანაკრებო ბატალიები გვხდებოდა წინ. თუმცა ფეხბურთელა მუშაობით და მონდომებულობით ძალიან კმაყოფილი ვარ. ხვალინდელ მატჩში "ბლანკოსისგან" ბევრს არაფერს ველოდები, იგივეს თქმა შემიძლია მალიორკასთან თამაშზე. ყველაფერს დაუღალავი ვარჯიში და შრომა მოიტანს."

"გონსალო იგუაინი და კარიმ ბენზემა შესანიშნავი ფორვარდები არიან, ისინი კიდევ მინიმუმ 10 წელიწადს ითამაშებენ უმაღლეს დონეზე, თუმცა ბევრი რამ დასახვეწი აქვთ, ეს ახალგაზრდული ასაკის ბრალია, თუმცა მათ ნელ-ნელა ეძლევათ გამოცდილება."

"ხელმძღვანელობამ ძალიან ბევრი ფული არ დახარჯა, მაგრამ იდეალური შენაძენები გააკეთა, ჩვენ ძალიან კარგი გუნდი შევკარით, ახლა მთავარია ბედმა არ გვკრას ხელი და სეზონის მანძილზე დამატებითი პრობლემები არ შეგვექმნას. ადმინისტრაციას დიდ მადლობას ვუხდი ტრანსფერებისთვის."

"მადრიდის რეალში ამჟამად 26 ფეხბურთელი ირიცხება, საჭირო კი 25-ია. მინიმუმ ერთი ფეხბურთელი აუცილებლად გამოგვემშვიდობება. ჩვენ რამდენიმე პოზიციაზე მართლაც ბევრი მოთამაშე გვყავს და რომელიმე აუცილებლად დატოვებს სამეფო კლუბს. არ მესმის იმ ფეხბურთელების, რომლებმაც იციან, რომ ვერ ითამაშებენ და სათადარიგოთა სკამზე ჯდომას ეგუებიან."

"სასტარტო შემადგენლობას არავითარ შემთხვევაში არ გაგაცნობთ, რადგან ეს თვითონ ფეხბურთელებმაც არ იციან. 23 ფეხბურთელი შევიყვანე განაცხადში თუმცა 22 სავსებით საკმარისია. არ არის საჭირო 3 მეკარე, ორი სავსებით ავსებს გუნდს. სერხიო რამოსი, იკერ კასილასი, ხაბი ალონსო და კრიშტიანო რონალდო წინა მატჩში არ იღებდნენ მონაწილეობას და მათ მოახერხეს დასვენება, მომდევნო მატჩი ისინი დაახლოებით 70-80 წუთს გაატარებენ მოედანზე. ისინი მთელი წინასასეზონო მზადების დროს კარგად თამაშობდნენ და იმსახურებენ მატჩში მონაწილეობის მიღებას, რომელიც პირველი საშიანო თამაში იქნება."

"გუნდს კარგი ახალგაზრდები ჰყავს, უკვე 8 კანტერანომ მოახერხა წინასასეზონო მომზადების დროს თავის წარმოჩენა. მადრიდის "რეალს" მაღალი დონის ახალგაზრდები ეზრდება, მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ მოთმინება და მუდამ უნდა ელოდონ საკუთარ შანსს."

"კრიშტიანო რონალდო არ არის ფორვარდი. ამ პოზიციაზე თამაშის დროს მისი რამდენიმე უნიკალური თვისება იკარგება, რაც "ბლანკოსს" არ აწყობს ამიტომ იგი საკუთარ პოზიციაზე ითამაშებს. პრობლემების შემთხვევაში კი მას აუცილებლად დავაყენებ თავდამსხმელად. თუ მეკარეები დაშავდნენ სერხიო რამოსსა და სამი ხედირასაც შეუძლიათ კარში ჩადგომა, მაგრამ ეს მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციაში მოხდება." dle 10.1

  • Hala
  • 24 აგვისტო 2010
  • 1648
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (234)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)