ვან დერ ვაარტი:"რეალში დარჩენას აზრი არა აქვს".
ჰოლანდიელი ფეხბურთელი ძალიან იმედგაცრუებულია.
რაფაელ ვანდერვაარტმა განაცხადა,რომ დატოვებს ესპანეთს და ძალებს სხვა ჩემპიონატში მოსინჯავს.
"ძალიან საწყენი იყო როცა მწვრთნელმა მითხრა,რომ მის გეგმებში არ შევდივარ.მართალი გითხრათ ამას არ მოველოდი.მე ხომ სულ რაღაც ერთი სეზონი ვარ მადრიდში და დამერწმუნეთ,რომ არცერთმა მწვრთნელმა გამოჩენის შანსი ერთხელაც არ მომცა.ამ ზაფხულს პელეგრინის მატჩის განაცხადშიც არ შევყავარ.ჩემს იმედგაცრუებას საზღვარი არა აქვს.
მოეცათ ჩემთვის გამოჩენის შანსი,მე ხომ ყოველთვის ვოცნებობდი რომ მადრიდში მეთამაშა,მაგრამ სხვა გამოსავალი არ დამიტოვეს:აქ დარჩენას აზრი არა აქვს,მე მივდივარ.მინდა რომ სხვა ჩემპიონატში გადავიდე,უფრო ინგლისის პრემიერ-ლიგაში.მეც მსურს თამაში და თამაშისგან სიამოვნების მიღება".-განაცხადა ვანდერვაარტმა.
- 18 აგვისტო 2009
- 2228
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.