თეთრები დაბრუნდნენ და დაუმარცხებელნი რჩებიან

ჰერკულესი 1-3 მადრიდის "რეალი"


მაურინიოს მადრიდის "რეალის" ესპანური დებიური უკეთესი ვერ იქნებოდა. თეთრებმა ჰერკულესს ალიკანტეში 3-1 სძლიეს და წინასეზონში დაუმარცხებლები დარჩნენ. მესუთ ოზილს ჰქონდა დებიუტი თავის გუნდში და ბენზემამ 2 შეტევა დააგვირგვინა წარმატებით. ასევე დი მარიამ გაიტანა გოლი.

თეთრები დაბრუნდნენ და დაუმარცხებელნი რჩებიან


ოზილი ძალიან ბევრს მოქმედებდა და ეხმარებოდა თავის გუნდს ყველაზე სახიფათო შეტევებში. ის შესანიშნავად შეუწყვილდა კანალესს და საუკეთესო მომენტი შექმნა "რეალისთვის" მატჩის დასაწყისში. გერმანელი აკონტროლებდა ბურთს, გაიხედა და დაინახა დი მარია მიიწევდა საჯარიმოსკენ. მან ჩაუწოდა დი მარიას ბურთი და არგენტინელი ახლოს იყო გოლის გატანასთან, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა (26).

თეთრები დაბრუნდნენ და დაუმარცხებელნი რჩებიან


მარსელო და დი მარია ერთად ცდილობდნენ შეტევების განხორციელებას. ბრაზილიელმა იგუაინის პასი მისცა საჯარიმოს ხაზზე, მაგრამ ბურთი როდრიგესმა მოიგერია. მადრიდის "რეალი" სახიფათოდ გამოიყურებოდა. როდრიგესმა სახიფათოდ დაარტყა ბურთი კარისკენ, მაგრამ ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ გადავიდა.

პირველი ნახევრის შემდეგ მაურინიომ 6 ცვლილება განახორციელა დუდეკის, კარვალიოს, ბენზემას, გრანეროს, დრენტეს და პედრო ლეონის შემოყვანით ადანის, არბელოას, იგუაინის, ხუანანის, მარსელოს და კანალესის მაგივრად. ტაქტიკა არ შეცვლილა მიუხედავად გაგოს დაცვის ცენტრში ჩამოყვანისა.

მადრიდისტები განაგრძობდნენ მატჩში დომინირებას. ბენზემა ააცილა მიზანს მას შემდეგ რაც გრანეროს შესანიშნავი გადაცემა მიიღო. 5 წუთის შემდეგ ფრანგმა გაიტანა გოლი ხედირას შესანიშნავი გადაცემის წყალობით.

თეთრები დაბრუნდნენ და დაუმარცხებელნი რჩებიან


გრანერო ახლოს იყო გოლის გატანასთან ვან დერ ვაარტის ქუსლით გაკეთებული პასის შემდეგ, მაგრამ ალბა მიწვდა ბურთს. შემდეგ ბენზემამ ააცილა ბურთი მიზანს (74). როგორც ამბობენ მე-3 ჯერი იღბლიანია, დი მარიამ პედრო ლეონის მიერ მიღებული პასის შემდეგ იოლად გაცდა მეკარეს და გოლიც გაიტანა (76). 10 წუთის შემდეგ ბენზემას შესანიშნავი წარმოდგენა მე-2 გოლით დაჯილდოვდა.

თეთრები დაბრუნდნენ და დაუმარცხებელნი რჩებიან


პედრო ლეონი 82-ე წუთზე გააგდეს, მაგრამ თამაშის შემოტრიალების დრო აღარ ჰქონდა ჰერკულესს და "რეალმაც" აიღო ქალაქ ალიკანტეს თასი.

წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 23 აგვისტო 2010
  • 1905
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)