"ჰალის" მწვრთნელს იმედი არ დაუკარგავს
"ჰალ სიტის" მთავარ მწვრთნელს ფილ ბრაუნს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს იმედი,რომ ალვარო ნეგრედო შეუერთდება მის კლუბს.
მადრიდში გამოაცხადეს,რომ ნეგრედო გადავიდა "სარაგოსაში",მაგრამ ბრაუნს იმედი აქვს,რომ ნეგრედო ინგლისის პრემიერლიგაში გადავა სათამაშოდ."ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ალვაროს გადმობირებისათვის.ყველაფერს დღეს მოეფინება ნათელი".როგორც ვხედავთ ფილ ბრაუნი იმედიანადაა.
ბრაუნის თქმით,"ჰალი" ერთადერთი ინგლისური კლუბი იყო,რომელიც სერიოზულად იყო დაინტერესებული ნეგრედოს ტრანსფერით.თვითონ ფეხბურთლსაც სურდა პრემიერლიგაში გადასვლა."ეს სპორტია და ყველაფერი უნდა გათვალო".
ფილ ბრაუნმა ორი თავდამსხმელი უკვე შეიძინა ამ სატრანსფერო ფანჯარაზე.კამელ გილასი("სელტა") და ხოსი ალტიდორე("ვილიარეალი").მწვრთნელი ისევ ეძებს გუნდის გასაძლიერებლად ფეხბურთელებს.
ინფორმაციის წყარო:Defensacentral.com
- 18 აგვისტო 2009
- 1648
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.