ანჩელოტი:,,ჩვენ დავიცავთ ვინისიუსს"

კარლო ანჩელოტიმ „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ჩვენი მიზანი ლა ლიგის დარჩენილი 3 ტურის მოგებაა, რომელიც ავტომატურად მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მეორე პოზიციაზე გადავინაცვლოთ. გუნდი ყველაფერს იღონებს 9 ქულის მოსაპოვებლად და შიდა ჩემპიონატის 80 ქულით დასასრულებლად.“

``„ვინისიუს ჟუნიორს მთელმა მსოფლიომ დაუჭირა მხარი და მიხარია, რომ ასე მოხდა. რასიზმი არ არის ჰუმანური საქციელი და კარგი ადამიანებისთვის დამახასიათებელი თვისება. ჩვენ მაქსიმუმს გავიღებთ იმისათვის, რომ „მესტალიაზე“ განვითარებული მოვლენები აღარასდროს განმეორდეს, ეს არის სირცხვილი, რომელსაც წერტილი უნდა დაესვას.“

„კიდევ ერთხელ ვგმობ ვალენსიაში მომხდარ ფაქტებს. ფეხბურთში მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს, ამაზე ყველა თანხმდება.“

„ვინისიუსს გუნდისგან სრული მხარდაჭერა აქვს, წინახაზელმა იცის, რამხელა პატივისცემაა კოლექტივში მის მიმართ.“

„მსაჯებთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარის გაკეთება არ მსურს, ისედაც ყველაფერი ნათელია.“

„ვინის დღეს არ უვარჯიშია, ის ჩემი გადაწყვეტილებით დაისვენებს. დღევანდელ სესიაზე ალვარო როდრიგესი ვიხმე, რომელმაც მითითებები სრულფასოვნად შეასრულა.“

„ახალ კონტრაქტებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინაც ვისაუბრე. კლუბი კონსულტაციებს აწარმოებს, რის შემდეგაც კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.“

„მომდევნო სეზონის დაგეგმვა დაწყებულია. შემიძლია გითხრათ, რომ ტრანსფერები ნამდვილად იქნება და მომდევნო სეზონში სამეფო კლუბს უფრო მეტი რესურსი ექნება.“

„კროოსის და მოდრიჩის გუნდში ყოლა ნებისმიერი სპეციალისტისთვის დიდი პატივია. ორივე მოთამაშე უდიდეს გამოცდილებას ფლობს და გუნდს წინსვლაში ეხმარება. გამოცდილება, რომელიც გერმანელს და ხორვატს აქვთ, ახალგაზრდებს ბევრი რამის სწავლაში ეხმარება.“

„მე არ მივიჩნევ, რომ ვალენსია და ზოგადად ესპანეთი რასისტებით სავსეა, თუმცა ფაქტია, რომ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც სიტუაციას ართულებენ და ეს პრობლემა სასწრაფოდ უნდა იქნას აღმოფხვრილი. დაუჯერებელია, რაც ხდება და ვგმობ ყველა გამონათქვამს, რომელიც რასიზმს უკავშირდება.“

„გარდა ამ მომენტებისა, ვინისიუსის ოჯახის წევრების მიმართაც საშინელი სიტყვები ისმის, რაც დაუშვებელია.“

„ვინის უყვარს „რეალი“ და არსად წასვლას არ აპირებს, ბრაზილიელის შეხედულებებში დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ რჩება.“

„ აღარ მინდა, რომ მსგავსი სახის დრამატულ სიტუაციებში მოვხვდე. ფეხბურთელმა ფეხბურთი უნდა ითამაშოს და ჩვენ სწორედ ამაზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრაცია.“

„მხოლოდ საუბარი არ კმარა, საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მხოლოდ სიტუაციის გმობა შედეგს ვერ გამოიღებს.“ dle 10.1


1

24 მაი 2023 09:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1850
შენ და პერესმა ჯობია გუნდს მიხედოთ... ამ ბოლო დროს რო აგებს გუნდი მაგაზე გააკეთეთ აქცენტი...

2

25 მაი 2023 19:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1170
კარგია რო იცავთ, აი მაგის ნაცემს ვინ დაიცავს ნოკაუტში რო გაუშვა ამ ვაჟკაცმა.
დამიჯერეთ ეს უარესებს გააკეთებს მომავალში და როცა პასუხს მიიღებს ატირდება რასისტებით
სავსე ქვეყანაში ვთამაშობო.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)