არიბასის შესანიშნავი დუბლი და „კასტილიას“ მნიშვნელოვანი გამარჯვება [ვიდეო]

რაულ გონსალეს ბლანკოს შეგირდებმა მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.


4 მატჩიანი წარუმატებელი სერიის (2 მარცხი და 2 ფრე) შემდეგ, ესპანეთის PRIMERA RFEF-ის 29-ე ტურის ფარგლებში, „რეალ მადრიდ კასტილია“ „ლინენსეს“ ესტუმრა და 1-2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ანგარიში არიბასმა გახსნა და მანვე გაიტანა გამარჯვების გოლიც. ახალგაზრდა ნახევარმცველს ორივე შემთხვევაში შესანიშნავი გასროლა გამოუვიდა.

ამრიგად, „კასტილია“ უკვე 52 ქულასა და მეორე პოზიციას მოითვლის. „თეთრები“ 4 ქულით ჩამორჩებიან „ალკორკონს,“ რომელმაც მიმდინარე უქმეებზე მარცხი განიცადა. რაც შეეხებათ „ფეროლსა“ და „დეპორტივოს,“ (შესაბამისად, 52 და 51 ქულა), ისინი 29-ე ტურის მატჩებს მოგვიანებით გამართავენ.

„კასტილიას“ შემადგენლობა განვლილ მატჩში: დე ლუისი, ტობიასი, რაფა მარინი, კარილიო, მარველი, ტეო, არიბასი, პეტერი (პაბლო რამონი, 80’), ალვარო მარტინი, ნიკო პასი (არანდა, 63’) და არლვარო (დოტორი, 80’).
გოლები: 0-1, 1-2 არიბასი (22,' 60'), 1-1 ჟოაო პედრო

მომდევნო ტურში მადრიდელები „სან სებასტიან რეისს“ უმასპინძლებენ (1-ელ აპრილს).


dle 10.1


1

27 მარტი 2023 02:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 17
არიბასი და რაფა მარინი დასაწინაურებელია ორივე პირველ გუნდᲨი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)