მიგელ პარდესა:"გაგო არსად წავა"
მადრიდის "რეალის" სპორტულმა დირექტორმა მიგელ პარდესამ განაცადა,რომ ფერნანდო გაგო გუნდში დარჩება.
"რეალმა" ამ ზაფხულს არც ისე ცოტა ფეხბურთელი გაუშვა გუნდიდან.უკანასკნელ დღეებში ყველა ფერნანდო გაგოს "სამეფო კლუბიდან" წასვლაზე საუბრობდა.მადრიდელებმა მიიღეს წინადადება "ევერტონისგან",რომელიც იხდიდა არგენტინელ ნახევარმცველში 15 მლნ.ევროს.
სპეკულაციებმა გაგოს წასვლის შესახებ ძალიან დაღალა სპორტული დირექტორი მიგელ პარდესა და იძლებული გახდა გაეკეთებინა კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით:"არ არის არანაირი შანსი იმისა,რომ გაგომ გუნდი დატოვოს.ის არ იყიდება".
პარდესამ გამოხატა თავისი სურვილი არგენტინელის "რეალში" დარჩენისა."არ არსებობს მიზეზი,რომ ფერნანდო წავიდეს.მას ძალიან ენდობა მანუელ პელეგრინი და თვლის საჭირო ფეხბურთელად"–განაცხადა პარდესამ.
ინფორმაციის წყარო:Defensacentral.com
- 18 აგვისტო 2009
- 2525
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.