ნაჩო: „ჩემთვის ის მსოფლიოში საუკეთესო მცველია“

ნაჩო ფერნანდესმა, რომელიც ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად საკვალიფიკაციო მატჩებისათვის ემზადება, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


„უზარმაზარი ენთუზიაზმით დავბრუნდი „ფურია როხაში.“ თავდაუზოგავად ვმუშაობდი იმისათვის, რომ ისევ მომცემოდა შანსი. ლუის ენრიკეს მწვრთნელობის დროსაც ვიყავი გამოძახებული, თუმცა შემდეგ მწვრთნელმა აზრი შეიცვლა. ვფიქრობ, გარკვეული პაუზის მიზეზი იყო სპორტული და არ მინდა ვიფიქრო რამეზე. კარიერის განმავლობაში არცერთ მწვრთნელად მქონია პრობლემა. რასაკვირველია, ძალიან მინდოდა დაბრუნება და ამის დიდი იმედი მქონდა.“

„მიმდინარე შემადგენლობაში ერთ-ერთი უფროსი წევრი ვარ. ყველასთან კარგი დამოკიდებულება მაქვს, მათ შორის კატალონიელ ახალაგზრდებთანაც. რა თქმა უნდა, კლუბებს შორის კონკურენცია მისაღებია, მაგრამ აქ ნაკრების დასახმარებლად ვართ და ერთი მიზანი გვაქვს. ჩემზე რომ იყოს, ცენტრალურ მცველობას ავირჩევდი, თუმცა, როგორც იცით, სხვა პოზიციებზეც შემიძლია თამაში.“

„ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ჯერ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიმიღია. სეზონის სტარტზე მნიშვნელოვან მოთამაშედ არ ვგრძნობდი თავს, შემდეგ კი, ყველაფერი შეიცვალა. უახლოეს მომავალში კონსულტაცია მექნება, როგორც დამრიგებელთან, თანაგუნდელებთან და ხელმძღვანელობასთან, ასევე ოჯახის წევრებთანაც, რის შემდეგაც საუკეთესო არჩევანს გავაკეთებ.“

„გარკვეულ თემებზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. დანი და გავი კარგი ბიჭები არიან. ახლა ჩვენ საერთო საქმეს ვაკეთებთ. ის, რომ „ელ კლასიკოში“ გაჩაღებული ბრძოლა მიმდინარეობს, ნორმალურია.“

„რამოსი ჩემი მეგობარია და ვგონებ, სერხიო მსოფლიოში საუკეთესო მცველია.“
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (309)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)