ვის განიხილავს „რეალი“ ბენზემას ალტერნატივად?

სამეფო კლუბის „ცხრიანი“ შორს არის იდეალური კონდიციებისგან.


კლუბში ფიქრობენ, რომ მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე თავდამსხმელის დამატება აუცილებლობას წარმოადგენს. აღნიშნულ პოზიციაზე „რეალის“ ფავორიტები ერლინგ ჰოლანდი და კილიან მბაპე არიან, თუმცა 2024 წლის ზაფხულამდე, მათ გადაბირებაზე მუშაობა არარეალურად მიაჩნიათ.

კარიმ ბენზემა 30 ივნისს ეწურება „ბლანკოსთან“ მოქმედი კონტრაქტი და დიდი ალბათობით, ის კიდევ 1 წლით დარჩება მადრიდულ გრანდში. არსებული სურათით, შემდეგ სეზონში მისი დუბლიორი 18 წლის ალვარო როდრიგესი იქნება, რომელიც მარიანო დიასის შემდეგ, პირველი შემადგენლობის სრულფასოვანი წევრის სტატუსს მოირგებს.

ამჟამად, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ფრანგი ფროვარდის ალტერნატივად ჰარი კეინსა და დუშან ვლაჰოვიჩს ასახელებენ. ბრიტანელის ხელშეკრულებას „ტოტენჰემთან“ გაისად გასდის ვადა და შესაბამისად, თუ მხარეები ახლის გაფორმებას არ აპირებენ, კლუბს მომდევნო თვეების განმავლობაში მოუწევს გოლეადორის გაყიდვა. მისი სატრანსფერო ღირებულება, დაახლოებით 100 მლნ. ევროს ფარგლებში მერყეობს.

რაც შეეხება სერბს, ის იანვარში ახლოს იყო „იუვენტუსის“ დატოვებასთან. იტალიელები ფინანსური პრობლემის გამო ფიქრობდნენ მის სარფიან ფასში გასხვისებას.

ესპანურ პრესაში წერენ, რომ კეინი თანახმა არ იქნება ბენზემასთან სათამაშო წუთები გაყოფას, ხოლო ვლაჰოვიჩი კი პირიქით, სათადარიგო მოთამაშის წოდებას მარტივად მიიღებს, თუმცა მისი შესაძლებლობებიც იდენტურად არის შეფასებული და რამდენად გამართლებულია ასეთი ოდენობის თანხის გადახდა არაძირითადი მოთამაშესათვის, მეორე საკითხია. dle 10.1


1

21 მარტი 2023 23:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 155
ბენზოს უნდა მიაყოლონ ბევრი კიდე ძირეული გადახალისება ჩირდება გუნდს

ME PIRADAD VINIPUXAS RODRIGO MIRCHEVNIA,TUMCA AM BOLOS MOUMATA COTA VINIM

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)