ასენსიოს გზავნილი „ბარსელონას!“

მარკო ასენსიო „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში 76-ე წუთიდან ჩაერთო საქმეში, როდესაც ტაბლოზე ფრე ფიქსირდებოდა. მან ფედერიკო ვალვერდე შეცვალა.


აღსანიშნავია, რომ მოედანზე გამოსვლიდან რამდენიმე წუთში, მალიორკელმა გოლის გატანაც კი მაოხერხა, რომელიც, მოგვიანებით, თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირების გამო გაუქმდა და შესაბამისად, ფეხბურთელის შრომა წყალში ჩაიყარა, თუმცა მანამდე „რეალის“ მოთამაშემ მოასწრო აღნიშვნა, რა დროსაც საინტერესო ჟესტი გამოიყენა.

კერძოდ, გახარებულმა ასენსიომ თითი „ბლანკოსის“ გერბზე მიიბჯინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გავრცელებული ხმები, სეზონის დასრულების შემდეგ მისი „ბალუგრანაში“ გადაბარგების შესახებ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ი

როგორც იცით, მარჯვენა შემტევს 30 ივნისს ეწურება დედაქალაქურ გრანდში ყოფნის ვადა. ჯერ-ჯერობით უცნობია, მისი მომავალი, თუმცა ფაქტია, მარკოს გეგმები კლუბის „მტრის“ ბანაკს არ უკავშირდება. ის „რეალის“ ერთგულად რჩება! dle 10.1


1

20 მარტი 2023 20:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1170
დიდ აღმოჩენა გაგიკეთებიათ, ყველა ფეხბურთელი გოლის გატანის დროს თავის გერბზე აკეთებს მითითებას, აბა მეტოქის გერბთან მიდის საკოცნად?

2

21 მარტი 2023 07:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 783
ციტატა: nika 54
დიდ აღმოჩენა გაგიკეთებიათ, ყველა ფეხბურთელი გოლის გატანის დროს თავის გერბზე აკეთებს მითითებას, აბა მეტოქის გერბთან მიდის საკოცნად?

მედია ავრცელებს ამას მეგობარო და რასაც ავრცელებენ ის დევს აქაც და შენ რასაც ვამუღამებ მხოლოდ მსგავსი კომენტარები გაქ სულ ოპოზიცია ხარ :დ ნეტა მეტი სადარდებელი არ მოგეცეს მეგობარო :დ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)