ნაჩო: „ისინიც ჩემს მსგავსად მადრიდისტები არიან“

ნაჩო ფერნანდესმა „ელ კლასიკოს“ წინ „რეალის“ ოფიციალურ ტელევიზიასთან ინტერვიუ ჩაწერა.


„„ლივერპულის“ ბარიერის გადალახვის შემდეგ გუნდი მოწოდების სიმაღლეზეა. აღნიშნულმა ფაქტმა თავდაჯერება შეგვმატა და ბარსელონაში მშიერნი ჩავდივართ. სატურნირო ცხრილის მდგომარეობის გათვალისწინებით, მეტად მნიშვნელოვანი დაპირისპირება იქნება.“

„წარმატების გასაღები გუნდურობასა და ერთიანობაში მდგომარეობს. მსგავსი ტიპის შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს და სასიცოცხლოდ ნიშანდობლივია გუნდის მენტალური მზადყოფნა. ეს ფანტასტიკური შეხვედრებია, რომელშიც უნდა ჩაერთო.“

„ბოლო სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გავუშვით. კარის მშრალად შენახვა და უკანა ხაზში სოლიდური ასპარეზობა ძირითადი პრინციპია მიზნებამდე მისასვლელ გზაზე, ჩვენ შეტევითი უნარების პარალელურად.“

„მატჩამდე ყოველთვის არის დაძაბულობა, ამ დროს შენ ხარ აღელვებული და მტკიცე. „კლასიკო“ განსხვავდება ყველა სხვა დაპირისპირებისგან და ფეხბურთელებისათვის განსაკუთრებულია. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და დიდი იმედი მაქვს, გამარჯვებით დავბრუნდებით შინ.“

„შვილებისთვის ბევრის ახსნა არ მიწევს, ბავშვობიდანვე გრძნობენ და ხვდებიან ყველაფერს. ისინი ჩემს მსგავსად მადრიდისტები არიან და აღფრთოვანებულნი ვერ მალავან, როდესაც მამა ასეთ შეხვედრებში მონაწილეობას იღებს. გახარებული და ამაყი ვარ იმ მხარდაჭერით, რომელსაც ოჯახისგან ვიღებ.“

„ესპანეთის ნაკრების რიგებში დაბრუნებით კმაყოფილებას გამოვხატავ. „რეალში“ ასპარეზობა დაუჯერებელია, ხოლო ეროვნული გუნდის მაისურის მორგება მეტად განსაკუთრებული. წარმოუდგენლად მოტივირებული ვარ და მოუთმენლად ველოდები ბატალიებს.“

„ქომაგებს მოვუწოდებ მხარდაჭერისკენ, ვინაიდან წინ ბევრი გასაოცარი მოვლენა გველოდება.“
dle 10.1


1

18 მარტი 2023 21:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 141
ლეგენდა კაცი <3

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)