კროოსი: „ჩვენ უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს“

ტონი კროოსმა „ელ კლასიკოს“ წინ „რეალის“ ოფიციალურ ტელევიზიასთან ინტერვიუ ჩაწერა.


„ზოგჯერ საკუთარ თავს ვეკითხები, თუ რა უნდა მოხდეს „ელ კლასიკოში,“ თუმცა პასუხს ვერ ვპოულობ. ეს არის განსაკუთრებული და უნიკალური დაპირისპირება. ჩვენ კარგად გვესმის ამ მატჩის მნიშვნელობა. გამარჯვების შემთხვევაში მათთან სხვაობას შევამცირებთ. ვერ გეტყვით, როგორი ტიპის მატჩთან გვექნება საქმე.“

„ხვალინდელ შეხვედრას კარგად კონდიციებში ვხვდებით და ვიმედოვნებ, სათანადოთ მომზადებულნი. მართალია, ვარჯიშებისთვის სულ რაღაც 2 დღე გვქონდა, თუმცა შემადგენლობა მზადყოფნაშია. დიდ თამაშს ჩავატარებთ ურთულესი მეტოქის წინააღმდეგ, მაგრამ ამას აკეთებენ დიადი კლუბები. თუ ამას გავითავისებთ, სასიკეთოდ განვითარდება მოვლენები. ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის გათვალისწინებით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ფინალში ასპარეზობის უფლება მოვიპოვოთ.“

„მოდრიჩის გვერდით შესანიშნავად ვგრძნობ თავს. 9 წლიანი პარტნიორობის ფონზე, დიდებულად ვუგებთ ერთმანეთს. ჩვენი კავშირი მეტად მყარია, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. შეიძლება ითქვას, უსიტყვოდ ვხვდებით, თუ რა მომენტში, ვინ რა გადაწყვეტილების მიღებას ვაპირებთ. პარალელურად, ირგლივ ბრწყინვალე მოთამაშეემი გვყავს. კამავინგამ უზადოდ იასპარეზა „ლივერპულის“ წინააღმდეგ და დიდი დახმარება გაგვიწია, განსაკუთრებით ფიზიკური კომპონენტის თვალსაზრისით.“

„ჩვენ ნამდვილად ძლიერი ნახევარდაცვის ხაზი გვყავს. მე გუნდური მოთამაშე ვარ და ვფიქრობ, ყველას უნდა მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება. ჩვენს ორს დიდი ისტორია გვაქვს, ვიდრე სხვებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რაც ახლა ხდება.“

„კლუბის შემადგენლობაში უკვე 400 მატჩს მოვითვლი, მაგრამ ეს არ მაღელვებს. ჩემი ურთიერთობა „რეალთან“ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. აქ უკვე 9 ფანტასტიკური და წარმატებულ წელს მოვითვლი. შეიძლება 9 წელი გაატარო სადმე, მაგრამ შეგრძნებები არ გქონდეს, ან პირიქით 2 თვე დაჰყო სადმე და თავი საკუთარ სახლში იგრძნო. თამამად შემიძლია ვთქვა, პირველი დღიდან მოყოლებული საკუთარ სახლში ვარ. წარმატება განაპირობებს კომფორტს, თუმცა აღნიშნულზე ნიშანდობლივია არსებული გრძნობები. მე სახლში ვარ და შესაბამისად, შემიძლია ვითამაშო საუკეთესო ფეხბურთი.“

„გულშემატკივრებმა იციან, თუ რა როლი ენიჭებათ მათ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის დროს. თქვენ მეტად გვეხმარებით და ვეცდებით შინ 3 ქულით დავბრუნდეთ.“
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (197)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)