პირველი ვარჯიში „ბარსელონასთან“ მატჩამდე

1 დღიანი დასვენების შემდეგ, რომელიც ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების შემდეგ მიიღეს, „რეალმა“ „ბარსელონასთან“ კვირას გასამართ ჯახზე დაიწყო ფიქრი.


განვლილ სესიაზე ფეხბურთელებმა აქცენტი გაამახვილეს ბურთის ფლობასა და სხვადასხვა ტაქტიკურ სავარჯიშოზე, ხოლო მიწურულს კი, მინი მოედანზე რამდენიმე შეხვედრა ჩაატარეს.

აღსანიშნავია, რომ ძირითად შემადგენლობასთან ერთად არ უვარჯიშიათ კარიმ ბენზემასა და დავიდ ალაბას. ფრანგი თავდამსხმელის არყოფნა გარკვეულ საგანგაშო სიგნალს იწვევს. მან გარკვეული დაზიანება განვლილი პაექრობის დროს მიიღო, თუმცა როგორც ანჩელოტიმ ნამატჩევს აღნიშნა, სერიოზული არაფერი აღენიშნებოდა შეგირდს. დამატებითი დეტალები ხვალინდელი ვარჯიშიდან გახდება ცნობილი.

19 მარტს, ლა ლიგის 26-ე ტურს ფარგლებში „რეალი“ „ნოუ კამპს“ ესტუმრება. დაპირისპირება 23:55 საათზე (თბ. დროით) აიღებს სტარტს. dle 10.1


1

17 მარტი 2023 16:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5967
მილანზე მაგარ ფორმაშია ნაპოლი წესით უნდა გასცდეს და მერე ფინალი დაიდება, რაც შეეხება მეორე მხარეს სიტი ბაიერნი რომ დაჯდა კარგია, ბაიერმა უნდა მოუგოს უეჭველი, ბაერნთან კიდევ რეალს ბოლო წლებია არ უჭირს, რეალი ნაპოლის ვფიქრობ ფინალს, ბალიშიკობას რაც შეეხება მაინც რეალს ვუბალეშიკებ, მიუხედავად ხვიჩას დიდი პატივისცემისა, რომც მოიგოს ნაპოლიმ ლიგა ხვოჩას მაინც არ მისცემენ ოქროს ბურთს, ეგ ბურთი უკვე მესისია. ჰალამდრიდ,

55- 45 ზე რეალის სასარგებლოდ, ფინალში თუ გავიდა ნაპოლი და რეალი, ნაპოლის მოგებაც გამიხარდება ხვიჩას ხათრით.

მაგრამ შანსი არაა რეალმა ნაპოლისთან ფინალი დათმოს. ვნახოთ ორივეს მოგებას ვბალეშიკობ ცოტათი მეტს რეალს. მთავარია ჯერ ფინალამდე მივიდნენ.

ლიგის შანსი კიდევ გვაქ მაგრამ ლა ლიგაზე როგორ ჩაუსვრიათ, ახლა გადავხედე ცხრილს.

ბარსას თუ მოუგეთ კიდევ რაღაც შანსები გვექნება.
-----------------------
ჰალამადრიდ.

2

17 მარტი 2023 17:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4878
ხვიჩამ თუ პირველივე სეზონში სერია ა და ლიგა დადო და თან გადამწყვეტი როლიც ითამაშა, ოქროს ბურთის მთავარი პრეტენდენტი იქნება მაგრამ მაინც მესი მოიგებს მსოფლიოს გამო.

3

17 მარტი 2023 17:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3126
ბენფიკა გააგდებს ინტერს

4

17 მარტი 2023 17:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2573
ჰალანდი დაკეტეე და ეგაა მორჩა სიტის ამბავი. მარტივია სათქმელად მაგრამ ვფიქორობ ბაიერნს ეს შეუძლია. ჰალანდი კიდე საჯარიმოდან აღარ გამოდის, ძველებურად არ შეუძლია ბურთის წამოღება და შექმნა. ერთი შეხების ფეხბურთელი გახდა სიტიში. დღევანდელი სიტი კი მართლა ჰალანდია. იმ თამაშში სადაც თამაში არ წაუვიდა ვაი ვაგლახით იგებდნენ. ვფიქრობ ბაიერნს უფრო აქვს გუნდურობა და არაა ერთ ვინმეზე დამოკიდებული. ამოტომ მგონია რომ გავლენ

5

17 მარტი 2023 17:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4878
ნეტა ბაიერნი გავიდეს. ბაიერნთან ნაკლებად გვიჭირს ბოლო წლებია საკაიფო შოტით ვაგდებთ. სიტის რამდენჯერაც ვეთამაშეთ იმდენჯერ ძაან გაგვიჭირდა. სასტარტოზე არანაკლები ზამენა ყავთ ტიპებს. დამატებითშიც რო გავიჩითოთ იქაც გვარდის ახალი არანაკლები ფეხბურთელების შემოშვება შეუძლია. ჩვენ არ გვაწვს მაგიდ ფუფუნება ჯერ.

ისე ფრან გარსიას იბრუნებს რეალი მარცხენა მცველადო. ტიპს მცველებს შორის ყველაზე მაგარი დრიბლინგი ჰქონია, ყველაზე წარმატებული გარღვევების სტატისტიკაში ვიჯის შემდეგ ყოფილა. ტვიტერზე ედო რომელიღაც გვერდსმ ნაჩოს და მენდის წვალების ნაცვლად ვინის თუ ეგეთი მცველი გაეჩითა პარტნიირად ორმაგად პროდუქტიული იქნება.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)