იგივე სცენარი, განსხვავებული „ჩელსი“

ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სტადიაზე კვლავ მადრიდელებისა და ლონდონელების გზები გადაიკვეთა.


მას შემდეგ, რაც აღნიშნული წყვილის შესახებ გახდა ცნობილი, გულშემატკივრებს შარშანდელი დრამატული მეოთხედფინალური დაპირისპირება გაახსენდათ. როგორც იცით, „სტემფორდ ბრიჯზე“ დამაჯერებელი ანგარიშის დაფიქსირებით (1-3), „ბლანკოსს“ სიმშვიდის საფუძველი მეიცა, თუმცა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მეტად დაიძაბა სიტუაცია. 75-ე წუთისათვის, სტუმრები უკვე 3 უპასუხო გოლით უგებდნენ მასპინძლებს. მე-80 წუთზე როდრიგოს დროული გამოჩენის წყალობით, შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც თავისი წვლილი ბენზემამაც შეიტანა. საბოლოო ჯაიმში, „რეალმა“ 2-3 დათმო, მაგრამ ნახევარფინალის საგზური დაიბევა.

ამის გარდა, კლუბების კიდევ ორჯერ შერკინნენ ერთმანეთს, 2020/2021 წლების სეზონის ნახევარფინალში. მაშინ, მოწოდების სიმაღლეზე „არისტოკრატები“ აღმოჩნდნენ, დაამარცხეს რა 2 შეხვედრის ჯამში 3-1 ესპანური გრანდი. მოგვიანებით კი, ტუხელის დარიგებულებმა ჩემპიონობაც იზეიმეს.

საინტერესოა, რომ ტურნირის ისტორიაში, მატი მეტოქეობა მხოლოდ ამ 4 ჯახით შემოიფარგლება.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, „ჩელსიმ“ ჯგუფური ეტაპი ზაგრებში წაგებით დაიწყო, რასაც „ზალცბურგან“ საშინაო ყაიმიც მოჰყვა, მაგრამ შემდეგ გონს მოვიდნენ და მერვედფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება პირველადგილოსანის სტატუსით მოიპოვეს, სადაც „ბორუსიას“ გადაეყარნენ. გერმანიაში ჩატარებულ მატჩში ადგილობრივებმა 1-0 სძლის ბრიტანელებს, ხოლო განმეორებითში, „ლურჯებმა“ ორჯერ დაამწუხრეს მოწინააღმდეგე.

2022 წლის სექტემბერში, ტომას ტუხელი დაითხოვეს და გუნდი გრეჰემ პოტერმა ჩაიბარა. მართალია, „ჩელსი“ წარმატებით ასპარეზობს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, თუმცა ამას ვერ ვიტყვით პრემიერ ლიგაზე - 27-ე ტურის თავზე, ლონდონელები, უჩვეუელო მე-10 პოზიციას იკავებენ და 11 ქულით ჩამორჩებიან საპლეიოფო ზონას.
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)