როდრიგო: „ეს ყველაფერი ანჩელოტისაც ვუთხარი“

„რეალის“ განვლილი სეზონის ერთ-ერთმა გმირმა როდრიგომ Athlete's Club-თან ჩაწერა ინტერვიუ.


„ყოველთვის მინდა ვითამაშო და ამას მწვრთნელსაც ვეუბნები. ის კი მპასუხსობს, რომ საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება. მას პატივს ვცემ და ვიცი, ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ აქ გუნდის დასახმარებლად ვარ და შესაბამისად, მოედანზე გასვლის გარეშე ვერ შევძლებ. ჩემი სურვილია სასტარტო შემადგენლობაში ასპარეზობა“

„ანჩელოტი დიდებული მწვრთნელია. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.“

„ძალიან მომწონს ასპარეზობა „ათიანის“ პოზიციაზე. სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ წინა ხაზში ნებისმიერი ამპლუის მორგება შემიძლია, თუმცა ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ნახევარდაცვაში გავმაგრდებოდი.“

„ჩემსა და მოდრიჩს შორის შესანიშნავი ურთიერთობა სუფევს, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ლუკა ერთ-ერთია ვინც ყოველთვის რჩევებს მაძლევს. მას დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს და ძალიან მინდა, მისი მსგავსი გზა გავიარო. ჩემთვის მოდრიჩის გვერდით ყოფნა დიდი პატივია.“

„მიმდინარე სეზონში საკმაოდ მჭიდრო კალენდარი მოქმედებს და ფაქტობრივად, მატჩიდან მატჩამდე ვერ ვასწრებთ სრულფასოვანი აღდგენის გაკეთებას, თუმცა მე ძალიან მომწონს ეს. როდესაც წარუმატებელ შეხვედრას ჩაატარებ, შანსი გაქვს მალევე გამოასწორო ყველაფერი, ან პირიქით, კარგად ასპარეზობის შემთხვევაში, ფიქრობ, რომ გააგრძელო ასეთი სვლა. ჩვენ ყოველთვის გამარჯვებისთვის გავდივართ მოედანზე.“

„„სიტისთან“ შარშანდელი დაპირისპირება? რთულია ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა. ვფიქრობ, ასეთი შეგრძნებები არსადაა, როგორც ფეხბურთში. აღნიშნული 2 გოლი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში.“


- ფეხბურთელი, რომელსაც ყოველთვის შეიძენდი შენი გუნდისთვის?
- ნეიმარი

- ფეხბურთელი, რომელიც ვარსკვლავი გახდება სამომავლოდ?
- როდრიგო

- ინსტაგრამი თუ WhatsApp?
- ინსტაგრამი

- სად წახვიდოდი არდადეგების შემთხვევაში?
- ბრაზილიაში

- პირველი რამ, რასაც გაღვიძების შემდეგ აკეთებ?
- ტელეფონში ვიყურები...

- რომელი ფეხით შედიხარ მოედანზე?
- მარჯვენა

- რომელ თამაშს ანიჭებ უპირატესობას?
- „ფიფას“

- სხვა რომელი სპორტი გაინტერესებთ?
- კალათბურთი

- თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი?
- მეორე გოლი „მან.სიტის“ კარში

- ადამიანი ვისაც ბაძავ?
- მამა

- სურვილი?
- ჩემპიონთა ლიგის მოგება კიდევ ერთხელ. dle 10.1


1

17 მარტი 2023 21:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1798
YVLAPERI ZALIAN KARGI MAGRAM RA NEIMARI KARGI RA

2

18 მარტი 2023 15:02

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
tanamemule dasaxela iasnia.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (231)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)