კურტუა: „მსაჯთან კითხვა მაქვს“

„ენფილდზე“ გამართული შეხვედრისგან განსხვავებით, ტიბო კურტუამ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.


„„მანჩესტერ სიტისა“ და „ლაიპციგის“ შეხვედრის დროს, VAR-ის ოთახში ერნანდეს ერნანდესი მუშაობდა, რომელმაც მთავარ არბიტრს ეპიზოდის ნახვისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც პენალტი დაინიშნა გერმანელების კარში. სწორედ ის იყო მადრიდული დერბის მსაჯიც, როდესაც „ატლეტიკოს“ ფეხბურთელმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, მაგრამ აღნიშნული ეპიზოდი პენალტად არ შეფასდა. კითხვას მაქვს მასთან, თუ რატომ?“

„„მანჩესტერ სიტი“ მეოთხედფინალში? ნებისმიერ მეტოქე პატივისცემას იმსახურებს. განვლილ სეზონში კენჭისყრის დროს არ გვიმართლებდა, ვინაიდან თითოეულ სტადიაზე ურთულეს მოწინააღმდეგეს გადავეყარეთ, თუმცა კარგი გამოცდილება მივიღეთ. ვიმედოვნებ, წლეულს, სხვანაირად განვითარდება მოვლენები. ჩვენ თავდაჯერებულნი ვართ და ვეცდებით ტიტულის მოპოვებას. ახლა კი, მთლიანი ყურადღება კვირას გასამართ „კლასიკოსკენაა“ მიმართული, რასაც დასვენების დღეები მოჰყვება.“

„ნეგრიერიას საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. კლუბის პოზიცია არის ერთსულოვანი, დანარჩენი ჩვენს კომპეტენციას სცდება. იმედი მაქვს, მსაჯები ყოველთვის სამართლიან გადაწყვეტილებას მიღებენ. შეცდომა ყველას მოსდის.“

„მატჩის დასრულების შემდეგ მეტოქე გუნდის ჰიმნის გაჟღერება სასიამოვნო მომენტი იყო. თავის მხრივ, „ლივერპულმა“ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ამანსიო ამაროს ხსოვნას.“

„მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებული აზარი ძალიან კარგად ვარჯიშობდა. მისი სურვილი იყო შანსის მიღება, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ასე არ მოხდა, შესაძლებელია ცოტათი დანებდა. ფეხბურთში ყველა თავის გადაწყვეტილებას იღებს. ედენი ცდილობს საუკეთესოს. რაც მთავარია, მას არასდროს გამოუვლენია უპატივცემულობა. ჩემი აზრით, თუ ჯერ კიდევ აქ ხარ, აუცილებლად მოგეცემა თამაშის საშუალება.“
dle 10.1


1

16 მარტი 2023 13:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
მსაჯებზე უკვე ზედმეტია საუბარი, სასწაულებს აკეთებენ, რისთვის შეიქმნა ეს ვარი რომ ისევ ამდენი შეცდომა და ორაზრვონება იყოს?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)