ბუტრაგენიო:„„ლივერპულს“ დიდი პატივისცემა დავუფიქსირეთ“

ემილიო ბუტრაგენიომ „ლივერპულთან“ დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა...


„ჩვენ არ დაგვივიწყებია რამდენიმე კვირის წინ განვითარებული მოვლენები, როდესაც „ლივერპულის“ სტადიონზე, როგორც ფეხბურთელებმა, ასევე გულშემატკივრებმა პატივისცემა გამოხატეს „რეალის“ ლეგენდის, ამანსიო ამაროს მიმართ, რომელიც არამხოლოდ სამეფო კლუბს, არამედ სრულიად ფეხბურთს დააკლდა. მატჩის შემდეგ „ლივერპულის“ ჰიმნის აჟღერება იყო სულ მცირე პასუხი იმ დასაფასებელ ქმედებაზე, რომელიც მერსისაიდელებმა ცოტა ხნის წინ აჩვენეს.“

„ძალიან ვამაყობთ ჩვენი ფეხბურთელებით და 1/4 ფინალში ყოფნით. ეს იყო სრულფასოვანი თამაში, სადაც „რეალმა“ მოედნის ყველა წერტილში საოცარი უპირატესობა და სილაღე აჩვენა. გაცილებით დიდი ანგარიშით მოგება შეგვეძლო, მაგრამ მთავარი ის არის, რომ გავიმარჯვეთ და მომდევნო ეტაპზე ვართ.“

„ამ ტიპის მატჩებში ბენზემას როლი ძალიან დიდია, მას შეტევის ქვაკუთხედად მივიჩნევ. როდესაც ფრანგი მოედანზეა, სხვა ფეხბურთელებით ბევრად ეფექტურები და პროდუქტიულები არიან.“

„კროოსი, მოდრიჩი, ნაჩო, მათზე ბევრი საუბარი შემიძლია, სამივემ უნაკლო მატჩი ჩაატარა. ნაჩეტე მოედნის ყველა წერტილში თანაბარ ძალას აჩვენებს, ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და არასდროს ნებდება. იგივეს თქმა შემიძლია კარვახალზე, ვინისიუსზე, ედერზე, რუდიგერსა და სხვებზე. ყველა ფეხბურთელმა შთამბეჭდავად იასპარეზა.“

„მთავარი ის არის, რომ კარგი ფორმა შევინარჩუნოთ და ყველა ეტაპზე მოწოდების სიმაღლეზე ვიდგეთ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი გუნდი შეგვხვდება ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, მთავარი ერთიანობა და მიზნისკენ სწრაფვაა. „რეალს“ ყველაფერი შეუძლია.“ dle 10.1

  • Hala
  • 16 მარტი 2023
  • 671
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)