მოდრიჩმა ფავორიტი ხუთეული დაასახელა

რიო ფერდინანთან ინტერვიუს დროს, ლუკა მოდრიჩმა საუკეთესო ხუთი ფეხბურთელი დაასახელა, ვისთან ერთადაც უთამაშია.


„სერხიო რამოსი, კრიშტიანუ რონალდუ, გარეთ ბეილი, ტონი კროოსი და ივან რაკიტიჩს ვიტყოდი, ყველა „რეალიდან“ რომ არ გამომივიდეს. ამასთანავე, რა თქმა უნდა, თვალთახედვის არედან არ უნდა გამოგვრჩეს კაზემირო და ბენზემა.“

„სერხიო დიდებული მცველია, ერთ-ერთი საუკეთესო ლიდერი მოედანზე. სადაც რაიმე პრობლემა იქმნება, იქ ჩნდება რამოსიც. ის შეუდარებელია, ნამდვილად განსხვავებული კლასის მქონე.“

„რონალდუ საუკეთესო მოთამაშეა, ვისთან ერთადაც მიასპარეზია ოდესმე. მისი სამუშაო ეთიკა განსაკუთრებულია. მას ყოველთვის მეტი და მეტი უნდა. არასდროს კმაყოფილდება მიღწეულით. ის მოთხოვნები, რასაც კრიშტიანუ საკუთარ თავსა და გუნდს უყენებს, დაუჯერებელია.“

„ტონი ჩემი ნახევარდაცვის პარტნიორია. მის გვერდით დიდ სიამოვნებას ვიღებ. დიდებულად ეპყრობა ბურთს და ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდეს ინარჩუნებს. უბრალოდ შესანიშნავია.“

„რაც შეეხება ბეილს, ყველაზე დიდი დრო მასთან ერთად მაქვს გატარებული. 4 წელი „ტოტენჰემში,“ ხოლო შემდეგ 9 წელი „რეალში.“ მართალია, ბოლო წლების განმავლობაში მისი მადრიდული კარიერა უფერულად განვითარდა, თუმცა მანამდე, ბრწყინვალე ასპარეზობით გამოიჩინა თავი. მისი გოლები ფინალში წარმოუდგენელი იყო.“
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (234)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)