ალვაროს მორიგი ბენეფისი „კოპა ამერიკაზე“ [VIDEO]

ურუგვაის ნაკრები შესანიშნავ ასპარეზობას განაგრძობს კოლუმბიაში მიმდინარე სამხრეთ ამერიკის 20 წლამდელთა ჩემპიონატზე.


ფინალური ეტაპის მესამე ტურის მატჩში, „ლურჯებმა“ 4-1 დაამარცხეს ვენესუელელი თანატოლები. აღსანიშნავია, რომ მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა „რეალ მადრიდ კასტილიას“ ფორვარდმა, ალვარო როდრიგესმა. ამ უკანასკნელმა დუბლი ჩაიწერა აქტივში და უკვე 5 გოლით ტურნირის ერთ-ერთი წარმატებული მეგოლეა. ის მხოლოდ 1 ბურთით ჩამორჩება ბრაზილიელ ვიტორ როკეს.

გათამაშების დასრულებამდე 2 სათამაშო დღით ადრე, ურუგვაი და ბრაზილია 9-9 ქულით იყოფენ ლიდერის პოზიციებს. მათი შერკინება ბოლო ტურში არის ჩანიშნული და დიდი ალბათობით, თუ მანამდე გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდა, სწორედ ამ წყვილს შორის საუკეთესო იზეიმებს ოქროს მედლებს.

მოპოვებული გამარჯვებით სამხრეთ ამერიკელებმა უკვე გაინაღდეს საგზური 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 20 მაისს, ინდონეზიაში აიღებს სტარტს.

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)