ლასანა დიარა: ბენზემა გოლის გატანის ოსტატია
ლასანა დიარამ ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს, სადაც შეაქო თანამემალე კარიმ ბენზემა, მისი თქმით რეალს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი ჰყავს წინა ხაზში...
,,ბენზემა დიდებული ფეხბურთელია, სოსიედადთან მატჩში იგი თითქოს ინერტული იყო მაგრამ მაინც გაიტანა, სწორედ ამაშია მისი ხიბლი, იგი იდგა იმ პოზიციაზე საიდანაც შესაძლო გახდებოდა გოლის გატანა, კარიმი შესანიშნავი ფორვარდია, დარწმუნებული ვარ სამეფო კლუბს ეს ფეხბურთელი ძალიან დიდ სამსახურს გაუწევს”.
,,ჩვენ საფრანგეთის ნაკრებშიც ერთად გამოვდივართ და ძალიან კარგად ვიცნობ მისი თამაშის სტილს, იგი მართლაც პროფესიონალია, ვერ წარმომიდგენია ბენზემას წინაამღდეგ თამაში, ალბათ ნამდვილად გამიჭირდებოდა ასეთი ფეხბურთელის შეჩერება, დარწმუნებული ვარ მომავალ სეზონს კარიმი უამრავი გატანილი გოლით დაასრულებს” - განაცხადა ლასმა.
- 17 აგვისტო 2009
- 1833
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.