როგორი იყო „რეალის“ 2022 წელი?

მიმდინარე წელი სამეფო კლუბისათვის მეტად ნაყოფიერი, წარმატებული და შთამბეჭდავი გამოდგა.


2022 წელს „ბლანკოსმა“ 4 ტიტული დაიბევა, არა ერთი დასამახსოვრებელი პაექრობა გამართა და 4 დიდებულ ფეხბურთელს დაემშვიდობა.

2021 წლის ზაფხულში ზინედინ ზიდანის წასვლის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტი დაბრუნდა, რომელმაც უვეე 2022 წლის 16 იანვარს, ოქროს მედლები დაუბევა მადრიდისტებს. საუდის არაბეთში გამართულ ესპანეთის სუპერ თასის ფინალში, „რეალმა“ 2 უპასუხო გოლი გაუტანა „ატლეტიკს.“ აღნიშნული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა მოდრიჩი დასახელდა, კარიმ ბენზემამ გოლით გამოიჩინა თავი, ხოლო ტიბო კურტუამ პენალტი მოიგერია.

„თეთრების“ მომდევნო ტრიუმფი პრიმერა დივიზიონში შედგა. მათ უკვე 36-ე ტურში გაინაღდეს 35-ე ჩემპიონობა და საერთო ჯამში მდევარ „ბარსელონას“ 15 ქულით აჯობეს. დედაქალაქელებმა 80 გოლი გაიტანეს, 31 კი გაუშვეს. ანჩელოტი გახდა პირველი დამრიგებელი ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ტოპ 5 ჩემპიონატის (ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი) მოგება მოახერხა.

„რეალმა“ განვლილი სეზონის ჩემპიონთა ლიგის მე-14 თასითა და წარმოუდგენელი წარმოდგენებით დახურა. მადრიდელებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საპლეიოფო სტადია ბრწყინვალე „ქამბექების“ წყალობით გაიარეს. მათ ერთმანეთზე მიყოლებით გამოთიშეს ტურნირიდან „პსჟ,“ „ჩელსი“ და „მანჩესტერ სიტი,“ ხოლო საბოლოოდ შერკინებაში „ლივერპულს“ აჯობეს. ერთადერთი გოლი ვინისიუსს ჯუნიორის ანგარიშზეა. რა თქმა უნდა, გამოყოფას იმსახურებს ტიბო კურტუას თავგანწირული პერფორმანსიც.

ზაფხულში კლუბს დაემშვიდობნენ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან მარსელო, ისკო და ბეილი. სამივე შემთხვევაში საქმე გვქონდა კონტრაქტების ამოწურვასთან. შესაბამისად, კლუბმა მათთან თანამშრომლობის განახლება აღარ ისურვა. ბრაზილიელმა მცველმა კლუბი ყველაზე ტიტულოვანი წევრის სტატუსით დატოვა - 15 სეზონში 25 თასი.

მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, „რეალს“ კვლავ მიეცა კვარცხლბეკზე ასვლის საშუალება. ევროპის სუპერ თასის ფინალში ისინი „აინტრახტს“ დაუპირისპირდნენ და 2 უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს. საგულისხმოა, რომ მატჩის MVP კაზემირო გახდა, რომელმაც აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიაშურა. ესპანელებმა მის სანაცვლოდ 70 მლნ. ევრო მიიღეს.

პარალელურად, გუნდის რიგები გაძლიერდა ანტონიო რუდიგერისა და ორელიენ ჩუამენის გადასვლით.

რა თქმა უნდა, 2022 წელს „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელის წოდება კარიმ ბენზემას ერგება. მან უდიდესი წვლილი შეიტანა „ბლანკოსის“ აღზევებაში. ის ლა ლიგისა და ჩ/ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და აგვისტოში „ოქროს ბურთიც“ აღმართა.

იმედია, 2023 წელი უკეთესი იქნება, ვიდრე წინამორბედი იყო. ჰალა მადრიდ !!! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)